საზოგადოება
"სლუშაიუ - შემომიბრუნდა და პაშოლ ....... გავუშვი"- რა შეემთხვა გია როინიშვილს
2023, 8 ოქტომბერი, 8:52
მსახიობი გია როინიშვილი "მინი-მარკეტში" მის თვალწინ განვითარებული ერთი შემთხვევის შესახებ წერს, რომლის დროსაც მან ერთ - ერთ თავხედ რაშისტს საკუთარი ადგილი მიუჩინა და ყველასთვის კარგად ცნობილი იმ მიმართულებით გაუშვა, საითაც ცოტა ხნის წინ, ქართული გადამზიდი გემის კაპიტანმა რუსულ ტანკერს "გზა დაულოცა". როინიშვილის თქმით, ოკუპანტ რაშისტს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და "ცნობილი" მიმართულებითაც სიამოვნებით გაემართა:
"მინი-მარკეტი. რიგში ჩემს წინ მაღალი, დაკუნთული, ქართული მზით გარუჯული ახალგაზრდა რუსი დგას, იყიდა რაღაც და გამყიდველს ეუბნება:“დაიწე ჩეკ"_აჰა ქვითარი გამომართვი-პასუხობს გამყიდველი.-შტო? შტო ტაკოე “გამომართვი"?-რაო?-ეკითხება გაკვირვებული გამყიდველი-გავარი პო რუსკი, ტოლკო პო რუსკი, ვსე სდეს დოლჟნი გავარიწ პო რუსკი, დრუგოვა მი ნე ზნაემ.- ვაიმეე, ყველა ეგეთი პრეტენზიულია, მაგითი ვატყობ რომ რუსია და სხვა არა.. -მეუბნება გამყიდველი-რა უნდა?
-ვეკითხები მე-ჭირი და სიკვდილი-“ტავარიშჩ"-და სლუშაიუ-შემომიბრუნდა და დამხედა ზემოდან.-პაშოლ .......გავუშვი იქ სადაც “რუსულ გემებს უშვებენ" და თვალითაც მივანიშნე გზა. . ანთებული, იმედიანი, ოცნებით აღსავსე თვალებით გაიხედა იქეთ საითაც მივანიშნე და შეგრძნება დამრჩა რომ სიამოვნებით წავიდა..... "- წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.