x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონიაში გასაყიდად გაამზადეს 5 მეტრიანი ტრანსფორმერები ,რომლის ფასი 3 მილიონი დოლარი არის(ვიდეო)
image

ტოკიოს სტარტაპმა Tsubame Industries-მა წარმოადგინა რობოტი ტრანსფორმერი ARCHAX, რომლის სიმაღლეა თითქმის 5 მეტრი. ის იკვებება აკუმულიატორებით და შეუძლია გადაერთოს ავტომობილისა და რობოტის რეჟიმებს შორის, მაგრამ მისი მუშაობისთვის საჭიროა პილოტი.


ARCHAX-ის დიზაინი შთაგონებულია ანიმე ფრენჩაიზი Gundam-ისგან და მოიცავს პატარა კუპეს, რომელშიც განთავსებულია პილოტის სავარძელი, რომელიც გარშემორტყმულია მრავალი ეკრანით.


ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, მათ შორის მონაცემებს სიჩქარის, კორპუსის დახრილობის კუთხის, ავტონომიური ბატარეების მუშაობის დროის შესახებ, ასევე გამოსახულებას, რომელიც გადაიცემა ტრანსფორმერის კორპუსში ჩაშენებული ცხრა კამერიდან და იძლევა თითქმის ყოვლისმომცველ ხედს.


image

მოძრაობის გასაკონტროლებლად გამოიყენება ორი პედალი, ხოლო „რობოტის რეჟიმში“ პილოტს შეუძლია ARCHAX მანიპულატორების გადაადგილება ჯოისტიკების ნაკრების გამოყენებით. აღნიშნულია, რომ ტრანსფორმერის მაქსიმალური სიჩქარეა 10 კმ/სთ.


ავტომობილის რეჟიმში გადასვლისას რობოტის წინა და უკანა ბორბლები მოძრაობენ, შესაბამისად როგორც წინ, ასევე უკან, ხოლო პილოტის სავარძელი იხრება 17 გრადუსით, რათა შეინარჩუნოს ვერტიკალური პოზიცია.


Tsubame Industries ემზადება ARCHAX აჩვენოს ტოკიოში, მიმდინარე თვეში Japan Mobility Show-ზე გუნდი იმედოვნებს, რომ გაყიდის ხუთ რობოტს მაინც, თითოეულის ფასი კი 3 მილიონი დოლარია.


0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0