სხვა ეკატერინე დიდის ავეჯის საიდუმლო კოლექცია, რომელიც თავისი გარ#ვნილებით შოკში ჩაგაგდებთ 2023, 7 ოქტომბერი, 12:42 დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც გერმანელი ჯარისკაცები "ცარსკოე სელოში" აღმოჩნდნენ, მათ ერთ საკმაოდ უჩვეულო, ეროტიკული ხასიათის ოთახს მიაგნეს, სადაც თითქმის ყველა ავეჯი ძალიან თამამი, ფალიური სიმბოლოებით იყო გაფორმებული, მეტიც სავარძლები, სკამები და შირმები სექსუალური პოზების გარდა, ხისგან დამზადებული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების გამოსახულებებით იყო სავსე, ოთახში არსებული ყველა ნივთი ეროტომანიით შეპყრობილ მეპატრონეზე მიუთითებდა.როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, ოთახის მთელი ავეჯი კატალოგიზირებული იქნა, თუმცა 1950 წლისთვის უკვე ყველაფერი განადგურებული იყო. აღნიშნული კოლექციიდან მხოლოდ რამდენიმე ფოტოღაა შემორჩენილი, რომლის ხილვაც თავისი გარყვნილების ხარისხით თანამედროვე თაობასაც კი შოკში აგდებს.ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ იხილავთ, ბელგიაში მცხოვრები პიტერ ვოდიჩის არქივში იქნა დაცული. მამაკაცი საინტერესო გამოძიების ავტორი გახლავთ, რომლის ერთ - ერთი პროექტიც ეკატერინე II დიდის ცხოვრების პიკანტური დეტალების მოძიებას ეხებოდა.პიტერ ვოდიჩმა რუსეთის იმპერატორისა და მისი უცნაური ოთახის შესახებ მამისგან გაიგო (სწორედ მამამისი გახლდათ ერთ - ერთი იმ ჯარისკაცთაგანი, რომელმაც მას "ცარსკოე სელოში" გადაღებული ეს ფოტოები გადასცა) რის შემდეგაც საიდუმლო ოთახის ძიებას ის უკვე საკუთარი ძალებით შეუდგა.
რუსეთში საგანგებოდ ჩასულმა ვოდიჩმა ვერაფერი გაარკვიამუზეუმის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ არავითარი საიდუმლო ოთახი არ არსებობდა!ერმიტაჟის თანამშრომლები არც იმ ფაქტს აღიარებდნენ, რომ 1930-იან წლებში ეროტიკული ხელოვნების მთელი კოლექცია იყო კატალოგიზირებული, რომელიც რომანოვების ოჯახს ეკუთვნოდა.თანამედროვე მუზეუმები მსგავსს მტკიცებულებებს როგორც წესი, ანადგურებენ...ბოლოს, პიტერს ფონდიდან მხოლოდ რამდენიმე ექსპონატი უჩვენეს: საყნოსავები, მედალიონები და ფიგურები ეროტიკული გამოსახულებებით....მსოფლიოს ეკატერინე II-ის პირადი ცხოვრება მის კარიერულ მიღწევებთან შედარებით არანაკლებ აინტერესებდა, და ეს სრულიად გასაგებია. იმპერატრიცას ცხოვრება სავსეა ორიგინალური ისტორიებით, რომლებიც ჯერ ჭორებად, შემდეგ კი წლებთან ერთად ლეგენდებად იქცა, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ხოლო ზოგიერთ ფაქტს უკვე ვერც ვერასდროს გავიგებთ.P.S. მაგრამ ვინ იცის, შეიძლება ეს უკეთესიც კი იყოს!182 შეფასება არ არის |