სიახლეები ილონ მასკმა კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო - ელექტრო ტრაილერმა 24 საათში 1731 კილომეტრი გაიარა 2023, 6 ოქტომბერი, 16:56
ამჯერად ილონ მასკმა 18 დღიანი ტესტი ჩაატარა, რომელშიც 3 ელექტროძრავიანი, აკუმულატორებზე მომუშავე 3 დატვირთული ტრაილერი იღებდა მონაწილეობას. სამი ტრაილერიდან ერთერთმა "Tesla Semi"-მ გაიარა 1076 მილზე (1731 კმ) 24 საათის განმავლობაში პროექტ "Run on Less"-ის ფარგლებში. ილონ მასკის კომპანია "ტესლამ" შემკვეთებს ჯერ კიდევ შანრშან მიაწოდა ელექტრო ტრაილერები ტესტირებისათვის, თუმცა მათთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად არსად გაჟღერებულა ტრაილერების წონა, არც აკუმულატორების ტევადობა, არც წონა და არც მოსულობა, არც ის თუ რამდენ კილომეტრს გაივლიდნენ ტესტირებაზე მყოფი ტრაილერები.როგორც პორტალი "Electrek"-ი იუწყება, ილონ მასკის იდეამ წარმოებაში ჩაესვა ელექტრო ტრაილერები სკეფსისი გამოიწვია., მათ შორის "Microsoft"-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსში, მისი თქმით ტრაილერი ვერ შესძლებდა წონის და მძიმე აკუმულატორების გამო დასახული ამოცანის შესრულებას და მისი წარმოებაში ჩაშვება მასიური გამოყენებისათვის შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ბილ გეითსი შცდა, რადგან ილონ მასკის ელექტრო ტრაილერმა, რომელიც დატვირთული იყო 24 საათის განმავლობაში სამი დამუხტვით გაიარა 1731 კილომეტრი შეუფერხებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტო წარმოებაში ახალი, ელექტრომობილების ერა იწყება. 241 4-ს მოსწონს |