x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ასეთი უცნაური ჩინეთი: 12 ფაქტი ციური იმპერიის შესახებ, რომლის გაცნობის შემდეგ კიდევ დიდხანს ვერ მოეგებით გონს!
image


მსოფლიოში ყველა ერს გააჩნია საკუთარი ტრადიციები და ცხოვრებისეული პოზიცია, და ამის მიღება ყველას უნდა შეგვეძლოს, თუმცა ქვემოთ წარმოდგენილი 12 ფაქტი "ციური იმპერიის" შესახებ იმდენად არ ჯდება სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენებსა და შეხედულებებში რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გონზე მოსასვლელად კიდევ დიდი ხანი დაგჭირდებათ.


image


1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საჭმელ ჩხირებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად 20 მილიონი ხე იჭრება. ჩინელები წელიწადში დაახლოებით 80 მილიარდ ერთჯერად ხის ჩხირებს (ე.წ. "ქუაიწს") იყენებენ, რომელთაც პეკინის ტიანანმენის მოედანზე განლაგების შემთხვევაში (რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოედანი გახლავთ), მას 360-ჯერ დაფარავენ!

image


2. ჩინეთში მდიდარ და გავლენიან მსჯავრდებულებს შეუძლიათ საკუთარი "ორეულის" დაქირავება, რომელიც ვადას ციხეში მათ ნაცვლად მოიხდის.


image


3. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გუანდონის პროვინციაში ჩინელები ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 კატას მოიხმარენ. ცხოველებს საშინელ პირობებში ამყოფებენ, ხოლო მომზადებისას მათ ჯერ ტყავს აძრობენ, შემდეგ კი კერძისთვის მეტი არომატის მისანიჭებლად მათ ცოცხლად ხარშავენ.


image


4. ჩინეთში ძაღლების მოხატვის მოდა სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ქვეყნის მკვიდრნი ყველაზე ხშირად თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ვიზუალურად პანდებად ან ვეფხვებად აქცევენ.


image


5. ჩინელების უმეტესობას ყველი არ უყვარს და მას ბარბაროსულადაც კი მიიჩნევს. ზოგადად კი, მათ რძის პროდუქტები არ უყვართ. ჩინელებმა შედარებით გვიან დაიწყეს მათი გამოყენება, თუმცა ყველი მათი მენიუს განუყოფელ ნაწილად ჯერ მაინც ვერ იქცა, სავარაუდოდ, მისი სპეციფიკური, მძაფრი სურნელების გამო.


image


6. ჩინეთში 35 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ გამოქვაბულში ცხოვრობს. ჩინურად ასეთ საცხოვრისს "იაოდუნს" უწოდებენ და იქ ცხოვრება საკმაოდ კომფორტულია, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთ გამოქვაბულში მათ ელექტროენერგია, გათბობა და წყალმომარაგებაც კი აქვთ.


image


7. ციურ იმპერიაში არსებობს სექტა, რომლის წევრებსაც სჯერათ, რომ იესო ჩინელი ქალის სხეულშია განსხეულებული, რომელსაც ისინი "ელვა დენგს" უწოდებენ. სექტას "ღმერთის ყოვლისშემძლე ეკლესია" ეწოდება და ის დესტრუქციულ კულტად ითვლება.


image


8. 27 წელზე მეტი ასაკის დაუქორწინებელი ჩინელ ქალებს "შენგ-ნუს" უწოდებენ, რაც "ნარჩენს", "ნასუფრალს" ნიშნავს.


image


9. ჩინეთში ძალიან მკაცრი სამხედრო წვრთნები არსებობს. ასე მაგალითად, აღლუმისთვის მზადების დროს, სამხედროებმა სხეულის იდეალური პოზა დიდი ხნით რომ შეინარჩუნონ, მათ საყელოზე ნემსებს, ზურგზე კი - ჯვრებს უმაგრებენ.


image


10. მსოფლიოში ყველაზე დიდი საცობი ჩინეთში დაფიქსირდა. ის არც მეტი, არც ნაკლები 12 დღე გრძელდებოდა და თითქმის 100 კმ-ზე იყო გადაჭიმული. საცობი პეკინის მიმდებარედ 2010 წელს დაფიქსირდა.


image


11. პეკინის ჰაერის შესუნთქვა იგივეა რაც დღეში 21 ღერი სიგარეტის მოწევა.


image


12. ციურ იმპერიაში ზოგიერთი ჩინური კვების მრეწველობის კომპანია იმაზე დაიჭირეს, რომ ისინი "ტოფუს" საყოფაცხოვრებო ნარჩენების ზეთისგან ამზადებდნენ, ხოლო ხორცს - თხის შარდში ამარინადებდნენ.









0
397
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
397