"მეფე შიშველია! ტყუილების სახელმწიფო ჩამოშლილია" - გიორგი მელაძე სუს-ის სასამართლო პროცესიდან
გიორგი მელაძე
სამოქალაქო ორგანიზაციის დირექტორი გიორგი მელაძე, რომელიც სუსი სახელმწიფო გადატრიალებაში სდებს ბრალს, სასამართლო პროცესიდან აქვეყნებს სტატუსს:
"მეფე შიშველია!
ტყუილების სახელმწიფო ჩამოშლილია!
ამ პროცესმა ავტორიტარიზმს ფარდა ჩამოგლიჯა და თუკი ვინმე იყო სადმე, ვისაც სჯეროდა, რომ მოქმედ მთავრობას რაიმე დემოკრატიული ჩანაფიქრი ჰქონდა, ყველა უნდა გაქრეს მთავრობის მომხრეთა რიგებიდან!
გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ საშუალებას:
- საქმის გასაიდუმლოების წინააღმდეგ;
- ცილისწამების და სახელმწიფოს მხრიდან ჩემი შეურაცხყოფის წინააღმდეგ;
- კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დასუსტებას ემსახურება!
ბრძოლა მიღებულია და არცერთი ნაბიჯი უკან აღარ იქნება!" -
წერს მელაძე და სასამართლო პროცესზე გადაღებულ ფოტოს თან ურთავს.
გიორგი მელაძე სასამართო დარბაზში
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "Canvas საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე 4 ოტომბერს სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს, სუსი მას რევოლუციური სცენარში მონაწილეობაში სდებს ბრალს, კონკრეტულად კი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში.
ამ ბრალდების შესახებ სუს-მა 2 ოტქომბერს
განაცხადა.