ვარსკვლავები კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოსესია განსაცვიფრებელად პაწაწინა ბიკინში 2023, 5 ოქტომბერი, 13:10 ![]() 42 წლის ოთხი შვილის დედამ ამ კვირაში "ინსტაგრამზე" გააზიარა რამდენიმე ძალიან თამამი ფოტო, სადაც პოზირებდა Gucci-ს სექსუალურ ანსამბლში. კიმმა გამაოგნებელი შოუ მოაწყო იტალიური მოდის სახლში, სადაც პაწაწინა ბრჭყვიალა მეტალის ბიკინის ტოპში წარუდგა საზოგადოებას. ![]() კიმის სახე ბრწყინავდა, მან უეჭველად გამოიყენა სახის უამრავი კოსმეტიკა; მაკიაჟით გალპლაპებულ სახეს, პრიალა ტუჩები აგვირგვინებს. ![]() ![]() თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთმა უპირველესმა სექს-სიმბოლომ ასეთი მინაწერი გაუკეთა სურათებს თავისი 364 მილიონი გამომწერისთვის: „ეს ყველაფერი გუჩია“. ![]() კიმ კარდაშიანი ( დაბ. 21 ოქტომბერი, 1980 წ. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) —გახლავთ სომხური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მსახიობი და მოდელი. იგი ცნობილი გახდა სატელევიზიო რეალიტი შოუს წყალობით, რომელიც მისი და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით გადიოდა. იგი ასევე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა კიმის და ყოფილი შეყვარებულის, რეი ჯეის სექს-ფირები და ტელეარხზე E-ზე, მამამისი, რობერტ კარდაშიანი, გარდაცვლილია. კიმს ჰყავს ორი და: კლო და კორტნი კარდაშიანები. 2021 წლის 6 აპრილს მისმა ქონებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 116 2-ს მოსწონს
|