x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508656
7 შემზარავი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული

image


სიკვდილი ასე თუ ისე ყველა ადამიანში გარკვეულ შიშის გრძნობას ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველამ ვიცით, რომ ის გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ადამიანის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ფოტოებს, რომელიც პირველივე დანახვისთანავე მნახველში უსიამოვნო განცდებს ბადებს. დამეთანხმეთ, რომ არის მათში რაღაც შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელი.


ვეტერანი

image

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ჯასტუს ბელფილდმა სიკვდილის წინ თავისი უკანასკნელი ფოტოს გადასაღებად სამხედრო ფორმა ბოლოჯერ მოირგო, გარდაცვალებისას დამსახურებული მეომარი 98 წლის იყო.






უკანასკნელი სელფი


image

15 წლის გარი სლოკმა, დედასთან პეტრა ლანგეველდთან ერთად ეს ერთობლივი ფოტო მალაიზიის ავიახაზების "MH17"- ის ბორტზე 2014 წლის 17 ივლისს გადაიღო. რუსული წარმოების "ბუკის" რაკეტა თვითმფრინავს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ყოფნის დროს ესროლეს, დამნაშავეებმა სავარაუდოდ არ იცოდნენ, რომ თვითმფრინავმა სიგნალი დაკარგა და მას მგზავრები გადაჰყავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.




ჰიტლერი


image

ამბობენ, რომ ეს დიქტატორის ბოლო ფოტოა. მან თავი ბერლინის მახლობლად მდებარე ბუნკერში, 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა.


მკვლელის ფოტო


image

მანილაში (ფილიპინები) საოლქო საბჭოს 35 წლის დეპუტატმა რეინალდ დაგსამ მეუღლისთვის, ქალიშვილისა და დედამთილისთვის ფოტოს გადაღებისას შემთხვევით კადრში თავისი მკვლელი იმ დროს აღბეჭდა, როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა და მას იარაღი დაუმიზნა. წამის შემდეგ დაგსა უკვე გარდაცვლილი იყო.





გამოსამშვიდობებელი პოსტი

image

22 წლის მექსიკელმა გაბრიელა ერნანდეს გერამ ეს შემაძრწუნებელი სელფი თავის ფეისბუქგვერდზე 2013 წელს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უიღბლო სიყვარულის გამო თავი ჩამოიხრჩო.





სასიკვდილო ტრიუკი


image

ამ ფოტოს გადაღებიდან 10 წამში 17 წლის რუსი რუფერი ანდრეი რეტროვსკი 12 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა.






უკანასკნელი სელფი

image

21 წლის სტეფანი ერნანდესმა "Snapchat"-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი მეგობარი მამაკაცი მას იარაღს უმიზნებს. იმავე საღამოს მეგობარმა კაცმა ის თავის არეში გასროლით მოკლა.








0
497
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
497