საზოგადოება
"ბიჭებო, უფრთხილდით, ჩივილს თუ დააპირებთ, დაგაკვალიანებთ"- ბაია პატარაია ბიჭებს აფრთხილებს
2023, 4 ოქტომბერი, 17:25
უფლებადამცველი ბაია პატარაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო პოსტს ავრცელებს, სადაც ამჯერად, ბიჭებს მიმართავს და მათ ფეიკ პროფილებიდან ფულის გამოძალვის შემთხვევების შესახებ აფრთხილებს. "საფარის" ხელმძღვანელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი • Sapari კაცების უფლებებსაც იცავს???? ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ “გოგოებს”, რომლებიც ვითომ საკუთარ ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იგივეს გთხოვენ. უკვე არაერთი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, რომ ბიჭებს ფულს სძალავენ ფეიქ პროფილები, რომელთა იდენტიფიცირება რთულია და ხშირად საზღვარგარეთ გადის კვალი.
მოკლედ, ნუ გაუგზავნით ისეთ ინტიმური შინაარსის ვიდეოს უცხო პირს, სადაც თქვენი სახეც ჩანს. და თუ მაინც ასეთი ამბავი შეგემთხვათ, ფულს მაინც ნუღარ მიახარჯავთ ზედ.
კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ და ჩივილს თუ დააპირეთ, დაგაკვალიანებთ კიდეც.
პ.ს. ამ პოსტის შთაგონება ჩვენი იურისტი ცირასაგან მოდის. Tsira J. G. Erny მალე ფრთებიც ამოგივა :))))))
პ.პ.ს. ხუმრობა იქეთ იყოს და, ახალგაზრდა კაცებთან კარგა ხანია ვმუშაობთ და კიდე უფრო მაგარი რაღაცეების გაკეთებას ვაპირებთ ბიჭებისათვის ❤️ ამიტომ ეგრეც არაა რააა…"– წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.