სხვა ყველაზე უხერხული მომენტების კრებული 2023, 6 ოქტომბერი, 9:41 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. ჩვენ ყველა რაღაც მომენტში არასწორ ფეხზე ვიღვიძებთ. გავდივართ სამზარეულოში, ვანთებთ შუქს და ხვდებით, რომ სინათლე არ არის; თუ ყავის მომზადება გვინდა, ელექტრო ჩაიდანი არ მუშაობს და ამ დროს მორჩილად ვავსებთ ალუმინის მადუღარას წყლით და ვხვდებით, რომ ასანთი ამოგვეწურა. ეს რა ჯანდაბაა?! სამსახურში მშიერი მივდივართ, მერე კი, მთლად გასახარად, გადასასვლელზე მანქანით ვიღაც გუბის წყალს გასხამთ. ჯერ სამსახურშიც კი არ მისულიხართ და უკვე ხვდები, რომ დღე კარგად არ მიდის. თუმცა, როდესაც გსურს შენი წარმატება ვიდეოს სახით ასახო და არ გიმართლებს... ყველაზე უხერხული მომენტების კრებული610 4-ს მოსწონს
|