ქალი და მამაკაცი ბოტოქსი ვერ გიშველით! - 5 ნიშანი, რაც გასცემს ქალების ასაკს 2023, 5 ოქტომბერი, 9:49 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ვიცით, რომ გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ და მოთხოვნად საშუალებად ბოტოქსი ითვლება. ბოტოქსი მიიღება ბოტულინის ტოქსინისაგან. მისი გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო და ის ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიაში გამოიყენებოდა. ამ პრეპარატის გამაახალგაზრდავებელი თვისება კი შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა მკურნალობის პროცესში ბოტოქსის უნიკალური გვერდითი ეფექტი გამოვლინდა - პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაოჭების გასწორება თვალის გარშემო და შუბლისა და ტუჩის მიდამოში. მალევე ამ პრეპარატის უნიკალური თვისებით კოსმეტოლოგები დაინტერესდნენ. დროთა განმავლობაში ბოტოქსის გამოყენების მეთოდები დაიხვეწა და მისი გამოყენება თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის განუყრელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ცნობილი მიმართავს ბოტოქსის გამოყენებას გაახალგაზრდავების მიზნით, არის გარკვეული ნიშნები, რაც მათ ასაკს მაინც გასცემს. ასაკის მატებასთან ერთად, ძირითადად 40 წლის ზევით კანი კარგავს ელასტიურობას და მუცლის, მკერდის თუ სხეულის სხვა ადგილებში, ის იწყებს მოშვებას და ჩამოწელას. მოდით, ვნახოთ თუ როგორ გასცეს ვარსკვლავების ასაკი მათმა ნიშნებმა. ბოტოქსი ვერ გიშველით! - 5 ნიშანი, რაც გასცემს ქალების ასაკს1. მკერდი. 2. მუცელი. 3. მუხლები. 4. იდაყვი. 5. მყესები და ვენები. 595 5-ს მოსწონს
|