სხვა
სულისშემძვრელი ფოტოები, რომლებსაც ვერასდროს დაივიწყებთ
2023, 4 ოქტომბერი, 15:51
ამბობენ, რომ 1 ფოტოსურათი ათასს სიტყვას უდრის, და ეს სრული სიმართლეა, თუმცა ეს არ ეხება სოციალურ ქსელებში მიმოფანტულ ლამაზმანების არაფრისმთქმელ სელფებს. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა გადაიღოს ის, რასაც თავად თვლის საჭიროდ: საკუთარი თავი, სამყარო, ახლობლები, თუმცა მილიონიდან მხოლოდ ერთი ფოტო ხდება იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ - კადრია. ეს სულისშემძვრელი ფოტოებიც სწორედ ასეთია, მათი ნახვის შემდეგ მათზე აღბეჭდილ ადამიანებს ვეღარასდროს დაივიწყებთ! მათი თვალები იმდენად მჭერმეტყველი და მგრძნობიარეა, რომ შეუძლებელია თქვენში თანაგანცდა არ გამოიწვიოს.
საშინელება
ოკლენდის პოლიცია ნახევრად ჩაძირულ მანქანაში ჩარჩენილი ქალის შველას ყველა საშუალებით ცდილობს
აგონია
13 წლის კოლუმბიელი ომაირა სანჩესი მის სახლზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად კისრამდე წყალში აღმოჩნდა, საიდანაც მის ამოყვანას სამი დღე წარუმატებლად ცდილობდნენ. რამდენიმე წუთში გოგონა დაიღუპება
სიძულვილი
თეთრკანიანი და ფერადკანიანი ამერიკის მოქალაქეების განცალკევებით სწავლის შესახებ კანონის გაუქმების შემდეგ ბრბო თეთრების სკოლისკენ მიმავალ ფერადკნიან გოგონას უკან მისდევს
ზიზღი
ებრაელი ფოტოგრაფი იოზეფ გებელს ფოტოს უღებს. ეს - ეს არის გებელსმა ფოტოგრაფის წარმომავლობა გაიგო
განცვიფრება
ჰაროლდ უიტლზმა სმენის აპარატის წყალობით ცხოვრებაში პირველად გაიგო ხმა
მზერა არსაით
უკანასკნელად რაც ამ პატარა ჰიროსიმელმა გოგონას თვალებმა იხილა ბირთვული აფეთქება იყო
ადრეული ზრდასრულობა
ომი - ბავშვების ადგილი არ არის
გამბედაობა
ავღანეთელმა 18 წლის ბიბი აიშამ მეუღლის სახლი ძალადობის გამო დატოვა, რის გამოც მას თალიბებმა ცხვირი მოაჭრეს
უმანკოება
ეს აფრიკელი ბიჭუნა უბრალოდ მშიერია
სიგიჟე
პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ჯარისკაცი ინტენსიური დაბომბვის შედეგად გაგიჟდა, 1916 წლის ფოტო
საკუთარი ხვედრის მიღება
მსოფლიოში ამ ცნობილ ფოტოს საკმაოდ შემზარავი სათაური აქვს: "ვინიცას უკანასკნელი ებრაელი"
შვება
ქირურგი გულის გადანერგვის 23-საათიანი ოპერაციის შემდეგ
სახლზე ოცნება
ამერიკელი ჯარისკაცი ვიეტნამში. მის მუზარადზე კი ასეთი წარწერაა: "ომი - ჯოჯოხეთია"
ცნობისმოყვარეობა
პაპუა-ახალ გვინეას მამაკაცები ცხოვრებაში პირველად სწავლობენ კონდომის გამოყენებას
სასოწარკვეთა
ინდოელი უსახლკაროები ნიუ - დელის ერთ - ერთ მეჩეთთან უფასო საკვების მოლოდინში
მადლიერება
12 წლის ბრაზილიელი დიეგო ფრაზაო ტორკვატო საკუთარი მასწავლებლის დაკრძალვაზე ვიოლინოზე უკრავს, რომელმაც ის სიღარიბისგან და ძალადობისგან იხსნა