საზოგადოებრივი მეცნიერებმა დაასახელეს მაცხოვრებლები 15 ქვეყნიდან, რომლებსაც ყველაზე მაღალი IQ აქვთ 2023, 4 ოქტომბერი, 11:57
ოლსტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა რიჩარდ ლინმა და დევიდ ბეკერმა ჩაატარეს ძალიან პროვოკაციული კვლევა: მათ შეადგინეს იმ ქვეყნების მაცხოვრებლთა სია, რომლებსაც აქვთ ყველაზე მაღალი IQ . კვლევის შედეგებმა სხვათა შორის დიდი ხმაური გამოიწვია.
გთავაზობთ ტოპ 15-ს კამბოჯა - მე-15 ადგილი საშუალო IQ: 99.75 მაკაო - მე-14 ადგილი საშუალო IQ - 99, 82 ლუქსემბურგი - მე-13 ადგილი საშუალო IQ: 99.87 ესტონეთი - მე-12 ადგილი საშუალო IQ - 100, 72 ჰოლანდია - მე-11 ადგილი საშუალო IQ - 100, 74 გერმანია - მე-10 ადგილი საშუალო IQ - 100, 74 ლიხტენშტეინი - მე-9 ადგილი საშუალო IQ - 101, 07 ფინეთი - მე-8 ადგილი საშუალო IQ: 100.2 ბელარუსი - მე-7 ადგილი საშუალო IQ - 101, 6 სამხრეთ კორეა - მე-6 ადგილი საშუალო IQ - 102, 35 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - მე-5 ადგილი საშუალო IQ - 104, 1 ჰონგ კონგი - მე-4 ადგილი საშუალო IQ: 105, 37 სინგაპური - მე-3 ადგილი საშუალო IQ - 105, 89 ტაივანი - მე-2 ადგილი საშუალო IQ - 106, 47 იაპონია - 1 ადგილი საშუალო IQ - 106, 48 ინტელექტის კოეფიციენტი ანუ IQ (ინგლ. IQ-Intelligence quotient; გერმ. IQ–Intelligenz Quotient) — ქულა, რომელსაც ცდის პირი იღებს ადამიანური ინტელექტის შემფასებელი რომელიმე სტანდარტიზებული ტესტირების სისტემის ერთ-ერთ კითხვარზე მის მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე. ტესტი მეტწილად ლოგიკური შეკითხვებისგან შედგება. შემოკლება IQ შემოტანილი იქნა გერმანელი ფსიქოლოგის, ვილიამ შტერნის მიერ გერმანულ ტერმინზე, "Intelligenz-quotient"-ზე დაყრდნობით. ამ ტერმინით იგი აღწერდა ბავშვების ინტელექტის ტესტირების შედეგების (ქულების) ინტერპრეტაციის სისტემას, რომელიც 1912 წ. გამოაქვეყნა თავის წიგნში. როდესაც თანამედროვე IQ ტესტებს ადგენენ, ნორმალური ნიმუშის მედიანური ქულა განისაზღვრება, როგორც IQ 100 და თითოეული სტანდარტული დევიაცია (SD) ამ ქულაზე მაღლა ან დაბლა განისაზღვრება 15 IQ ქულით უფრო მეტით ან ნაკლებით, თუმცაღა, ისტორიულად ეს კანონზომიერება ყოველთვის დაცული არ ყოფილა. ამგვარი განმარტებით, მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედის IQ-ტესტირების ქულები 85-სა და 115-ს შორის ნაწილდება და მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით 5% ახერხებს 125-ზე მეტი ქულის დაგროვებას 330 2-ს მოსწონს
|