1. ადრიატიკის ზღვაში, ხორვატიის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს კუნძული - Galesnjak -ი, რომელიც კერძო საკუთრებაა. მისი მთლიანი ფართობი შეადგენს 0, 132 კვ.მ-ს, სანაპირო ზოლის სიგრძეა 1, 55კმ-ი. კუნძულის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 36მ-ს აღწევს, კუნძული, რომელიც გუგლში 2009 წლიდან დაფიქსირდა, პირველად 1806 წელს, ნაპოლეობის რუკების შემდგენელმა - charles-Francois Beautemps-Beaupre-მ აღმოაჩინა.
2. ავსტრალიაში არსებობს მარჯნის რიფი - Great barrier-ი, რომელსაც ბუნებრივად გულის ფორმა აქვს და Heart Reef-ის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი - Air Whitsurday-ს ერთ-ერთმა პილოტმა აღმოაჩინა 1975 წელს.
3. ფოტო, რომელიც ახალ კალედონიაში არსებულ, გულის ფორმის ობიექტს ასახავს, გადაღებულია აეროფოტოგრაფის ჟანრის სახელგანთქმული ფოტოგრაფის Yann Arthus Bertrand -ის მიერ. ეს ფოტოა დატანილი მისივე წიგნის " Earth From Above" -ის გარეკანზე.
ფოტოზე ასახულია ახალ კალედონიაში, კერძოდ Voh-თან ახლომდებარე მანგროვის ტყე, რომლის ერთი მონაკვეთიც ბუნებრივად, ტყის სიმეჩხრის გამო გულის ფორმად აისახა.