ერთი შეხედვით, ეს ფოტოები შეიძლება ჩვეულებრივი და უვნებელი ჩანდეს, მაგრამ თითოეული მათგანის მიღმა საშინელი მოვლენები იმალება - უბედური შემთხვევებიდან დაწყებული, განსაკუთრებით სასტიკ მკვლელობებამდე და კანიბალიზმამდე დამთავრებული.
1. არაფერია უჩვეულო ამ ფოტოზე, სანამ არ შეამჩნევთ გაქვავებული ადამიანის ხერხემალს ქვედა მარჯვენა კუთხეში.
ფოტოს გმირები არიან ურუგვაის რაგბის გუნდის Old Cristians-ის მოთამაშეები, რომლებიც გადაურჩნენ ავიაკატასტროფას 1972 წლის 13 ოქტომბერს: მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა ანდებში. 40 მგზავრიდან და ეკიპაჟის ხუთი წევრიდან 12 დაიღუპა კატასტროფის შედეგად ან ცოტა ხნის შემდეგ; მეორე დილით კიდევ ხუთი გარდაიცვალა.
სამძებრო სამუშაოები მერვე დღეს შეწყდა და გადარჩენილებს სიცოცხლისთვის ბრძოლა ორ თვეზე მეტ ხანს მოუწიათ. საკვების მარაგი სწრაფად ამოიწურა და მათ მეგობრების გაყინული გვამები უნდა ეჭამათ. დახმარების გარეშე, ზოგიერთმა დაზარალებულმა სახიფათო და გრძელი მოგზაურობა გადაწყვიტა მთებში რაც წარმატებით დასრულდა. 16 კაცი გადარჩა.
2. 2012 წელს მექსიკელი მუსიკის ვარსკვლავი ჯენი რივერა ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სელფი მეგობრებთან ერთად თვითმფრინავში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი გარდაიცვალა.
3. 1975 წლის აგვისტოში ამერიკელმა მერი მაკქუილკენმა გადაიღო ორი ძმა: მაიკლი და შონი, ძალიან ცუდ ამინდში. ისინი კალიფორნიის სეკვოიას ეროვნულ პარკში კლდის თავზე იყვნენ.
ფოტოს გადაღებიდან წამში სამივეს მეხი დაეცა. მხოლოდ 18 წლის მაიკლმა მოახერხა გადარჩენა. ამ ფოტოზე ბიჭების და მერია. ატმოსფერული გამონადენი იმდენად ძლიერი და მჭიდრო იყო, რომ ახალგაზრდებს თმები ფაქტობრივად ყალყზე დაუდგათ. გადარჩენილი მაიკლი მუშაობს კომპიუტერის ინჟინრად და დღემდე იღებს წერილებს, რომლებშიც ეკითხებიან რა მოხდა იმ დღეს.
4. სერიულმა მკვლელმა რობერტ ბენ როდსმა 14 წლის რეგინა უოლტერსს ეს ფოტო გადაუღო, სანამ მოკლავდა. მანიაკმა რეგინა მიტოვებულ ბეღელში შეიყვანა, თმა შეჭრა და აიძულა შავი კაბა და ფეხსაცმელი ჩაეცვა.
როუდსმა იმოგზაურა შეერთებულ შტატებში უზარმაზარი ტრაილერით, რომელიც აღჭურვილი იყო წამების კამერით. მისი მსხვერპლი თვეში სულ მცირე სამი ადამიანი ხდებოდა.
5. 1999 წლის აპრილში ამერიკული კოლუმბინის სკოლის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ჯგუფური ფოტო გადაიღეს.
მიუხედავად საყოველთაო ხალისისა, თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას იმ ორ ბიჭს, რომლებიც თითქოს თოფს და პისტოლეტს იშვერდნენ კამერისკენ.
რამდენიმე დღის შემდეგ, ეს ბიჭები, ერიკ ჰარისი და დილან კლებოლდი, გამოჩნდნენ კოლუმბინში იარაღით და ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით. დაიღუპა 13 სტუდენტი, დაშავდა 23 ადამიანი.
დანაშაული საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი. დამნაშავეები ვერ დააკავეს, რადგან თავი დაიცხრილეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოზარდები სკოლაში აუტსაიდერები იყვნენ და ინციდენტი შურისძიების სასტიკ აქტად იქცა.
6. 1985 წლის ნოემბერში რუისის ვულკანი ამოიფრქვა კოლუმბიაში, რის შედეგადაც ღვარცოფმა მოიცვა არმეროს პროვინცია.
13 წლის ომაირა სანჩესი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა: მისი სხეული შენობის ნანგრევებში გაიჭედა, გოგონა სამი დღის განმავლობაში კისრამდე ტალახში იდგ. სახე შეშუპებული ჰქონდა, ხელები თითქმის გათეთრებული, თვალები კი სისხლიანი ჰქონდა.
მაშველები გოგონას გადარჩენას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.
სამი დღის შემდეგ ომაირა აგონიაში ჩავარდა, ხალხს აღარ პასუხობდა გახდა და საბოლოოდ გარდაიცვალა.
7. თითქოს არაფერია უცნაური მამის, დედისა და ქალიშვილის ვიქტორიანული ეპოქის ფოტოში. გოგონა ძალიან მკაფიოდ ჩანს, ფოტოზე, მაგრამ მისი მშობლები ბუნდოვნად გამოიყურებიან. ჩვენს თვალწინ არის ერთ-ერთი გარდაცვალების შემდგომი ფოტო, რომელიც იმ დღეებში პოპულარული იყო: მასზე გამოსახული გოგონა ცოტა ხნის წინ ტიფისგან გარდაიცვალა.
გვამი ობიექტივის წინ გაუნძრევლად რჩებოდა, რის გამოც ნათლად ჩანდა: იმ დღეებში ფოტოებს იღებდნენ ხანგრძლივი ექსპოზიციით, პოზირებას კი დიდი დრო სჭირდებოდა. შესაძლოა, ამიტომაც გახდა „პოსტმორტემის“ ფოტოები, ანუ სიკვდილის შემდგომი ფოტოსურათები, წარმოუდგენლად მოდური. ამ ფოტოს გმირიც უკვე გარდაცვლილი იყო.
8. ამ ფოტოზე გამოსახული ქალი მშობიარობისას გარდაიცვალა. ფოტო სალონებში გვამების “დასამაგრებლად" სპეციალური მოწყობილობები არსებობდა და გარდაცვლილებს თვალებსაც უხელდნენ, სპეციალურ ნაერთს უსვამდნენ, რომ ლორწოვანი გარსი არ გამომშრალიყო და თვალები არ დაბინდულიყო.
9. ამ ფოტოზე თითქოს 3 მყვინთავი ჩანს, მაგრამ რატომ არის ერთი მათგანი ფსკერზე?
26 წლის ტინა უოტსონი თაფლობის თვის დროს 2003 წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა და მყვინთავებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მისი ცხედარი. ქორწილის შემდეგ გოგონა და მისი მეუღლე გაბი გაემგზავრნენ ავსტრალიაში, სადაც გადაწყვიტეს დაივინგის ცდა.
წყვილის თანმხლები ფოტოგრაფის თქმით, წყალქვეშ მამაკაცმა გათიშა ახალგაზრდა ცოლის ჟანგბადის ავზი და ბოლოში ეჭირა, სანამ არ დაახრჩობდა. გაირკვა, რომ უოტსონის მეუღლემ, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, გააფორმა სიცოცხლის დაზღვევის ახალი პოლისი და მისი გარდაცვალების შემთხვევაში, გეიბი საკმაო თანხას მიიღებდა, მკვლელობაში ყველა მას ადანაშაულებდა. წელიწადნახევრის პატიმრობის შემდეგ ის დაბრუნდა ალაბამაში, სადაც კვლავ გაასამართლეს, მაგრამ საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო დაიხურა. მოგვიანებით უოტსონი ხელახლა დაქორწინდა.
10. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ამ მოღუშული აფრიკელის წინ ბავშვის მოწყვეტილი ფეხი და ხელი დევს. ფოტო გადაღებულია 1904 წელს.
ფოტოზე ნაჩვენებია კონგოელი რეზინის პლანტაციის მუშაკი, რომელმაც ვერ შეძლო სავალდებულო ნორმის დამუშავება. სასჯელად ზედამხედველებმა შეჭამეს მისი ხუთი წლის ქალიშვილი და მისცეს მას ბავშვის ნარჩენები დასჯის მიზნით. ეს მეთოდი საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა.
სამუშაო ნორმის შეუსრულებლობა ისჯებოდა დაცხრილვით. იმის დასამტკიცებლად, რომ ვაზნა გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ და არ გაიყიდებოდა, საჭირო ი დასჯილის მოკვეთილი კიდურის წარდგენა მტკიცებულების სახით. ყოველი სიკვდილით დასჯისთვის ისინი იღებდნენ ჯილდოს. “კარიერის კიბეზე" ასვლის სურვილმა განაპირობა ის, რომ ყველას ხელებს აჭრიდნენ, მათ შორის ბავშვებსაც.
11. ერთი შეხედვით ჰელოუინის ფოტოს ჰგავს. ორი შვედი სკოლის მოსწავლე იგივეს ფიქრობდა 2015 წლის 22 ოქტომბერს, როდესაც 21 წლის ანტონ ლუნდინ პეტერსონი ასე ჩაცმული მივიდა მათ სკოლაში ტროლეტანში: მათ ეს ხუმრობით მიიღეს და სიხარულით გადაიღეს ფოტო უცნობთან უცნაურ სამოსში.
პეტერსონმა ეს ახალგაზრდები დანით დაჭრა და შემდეგ მსხვერპლს დაედევნა. მან მოკლა ერთი მასწავლებელი და ოთხი ბავშვი. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ინციდენტი იყო ყველაზე სასიკვდილო შეიარაღებული თავდასხმა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე შვედეთის ისტორიაში.
12. ამერიკელები სეილორ გილიამსი და ბრენდან ვეგა ერთად წავიდნენ ლაშქრობაში სანტა ბარბარას მიდამოებში, მაგრამ გამოუცდელობის გამო დაიკარგნენ. სატელეფონო კავშირი არ ჰქონდათ და სიცხისა და უწყლობის გამო გოგონა სრულიად გამოფიტული დარჩა. დახმარებისთვის მიმავალი ბრენდანი კლდიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ეს ფოტოები გამოცდილ ტურისტთა ჯგუფმა გადაიღო. უკვე სახლში დაბრუნებულებმა შენიშნეს ფონზე წითური გოგონა, რომელიც უგონოდ ეგდო მიწაზე. მაშველები ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენით მივიდნენ, საბედნიეროდ გოგონა გადარჩა.
13. თითქოს არაფერია უჩვეულო იმაში, რომ უფროს ბიჭს უმცროსი ხელით მიჰყავს, მაგრამ ამ ფოტოს უკან საშინელი ტრაგედია იმალება.
10 წლის ჯონ ვენაბლესმა და რობერტ ტომპსონმა 2 წლის ჯეიმს ბალგერი, რომელიც დედამისმა მცირე ხნით მარტო დატოვა, სავაჭრო ცენტრიდან გაიყვანეს და სასტიკად სცემეს, სახეზე საღებავი გადაასხეს და რკინიგზის ლიანდაგზე სასიკვდილოდ დატოვეს, რათა მკვლელობა უბედურ შემთხვევად ექციათ.
მკვლელები სათვალთვალო ვიდეოს წყალობით იპოვეს. დამნაშავეებმა მიიღეს მაქსიმალური სასჯელი მათი ასაკისთვის - 10 წელი, რამაც უკიდურესად აღაშფოთა საზოგადოება და დაზარალებულის დედა. უფრო მეტიც, 2001 წელს გაათავისუფლეს და მათ დოკუმენტები ახალი სახელები მიიღეს.
2010 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონ ვენაბლესი დააბრუნეს ციხეში პირობითი გათავისუფლების დარღვევის გამო.
მოგვიანებით ვენაბლესს ბრალად წაუყენეს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა და გავრცელება. პოლიციამ მის კომპიუტერში 57 შესაბამისი სურათი აღმოაჩინა. მეტი ბავშვთა პორნოგრაფიის მოპოვების იმედით, ვენაბლესს ინტერნეტსი 35 წლის გათხოვილ ქალად მოჰქონდა თავი, რომელიც 8 წლის შვილზე ძალადობით ტრაბახობდა.
14. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი საახალწლო ოჯახური ფოტოა, სანამ კარგად არ დააკვირდებით ფონს.
ფოტო რეინალდო დაგსას ფილიპინელმა მრჩეველმა გადაიღო. მკვლელმა გადაწყვიტა შური ეძია მასზე მანქანის ქურდობისთვის დაკავებაში დახმარების გამო.
სწორედ ამ ფოტოს საშუალებით დაიჭირეს მკვლელი და ციხეში დააბრუნეს.
15. ჩინელმა რეპორტიორმა მდინარე იანცზე ნისლი დააფიქსირა და მხოლოდ ფოტოს დეტალური შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა ხიდიდან ჩამოვარდნილი მამაკაცი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რამდენიმე წამში მის შემდეგ მისი შეყვარებული გოგონაც გადახტა.
16. ფოტოაპარატი ამ კადრით 27 წლის ტრევის ალექსანდრს სარეცხ მანქანაში იპოვეს. მას შხაპის დროს 25-ჯერ ჩაარტყეს დანა და ესოლეს თავში.
მომხდარში მის შეყვარებულს ჯოდი არიასს ადანაშაულებდნენ, რომელთანაც დაშორებას აპირებდა. ორწლიანი გამოძიების შემდეგ არიასმა აღიარა დანაშაული.
დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სხვა ფოტოები ასახავდა წყვილს სექსუალურ პოზებში, ხოლო ტრევისის სურათი შხაპში იყო გადაღებული მკვლელობის დღეს საღამოს 5:29 საათზე. რამდენიმე წუთის შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე ალექსანდრი უკვე სისხლიანი იწვა იატაკზე.
17. მამამ და ქალიშვილმა, რომლებიც ფოტოზე პოზირებენ, არ იციან, რომ წითელ Vauxhall Cavalier-ში ასაფეთქებელი ნივთიერებები დევს, რომლებიც აფეთქდება წამებში.
ეს ტერაქტი 1998 წლის აგვისტოში განხორციელდა არალეგალური ორგანიზაცია Genuine Irish Republican Army-ის მიერ. დაიღუპა 29 და დაშავდა 220-ზე მეტი ადამიანი. კამერა პირველი ფოტოთი ნანგრევების ქვეშ იპოვეს და მისი გმირები სასწაულებრივად გადარჩნენ.