x
ღვთისმშობელი,როგორც ქალი და დედა.
ქალმა თქვა:"დიახ"

თუმცა, შეეძლო, "არა" ეთქვა, მაშინ ანგელოზი სხვას აირჩევდა და არც უფალი მიიჩნევდა ამ უარს ცოდვად, რადგან უწყის თავის შვილთა სისუსტეების სიღრმე-სიგანე.და მაინც თქვა:

"იყავნ ნება შენი"

თუმცა, ხვდებოდა, ანგელოზის სიტყვების კვალად, მის მიერვე არჩეული ბედის სანაცვლოდ ვაებას და ტანჯვას იძენდა.სულიერი მზერით უკვე ხედავდა, როგორ ტოვებდა მისი უსაყვარლესი ძე მამისეულ სახლს, როგორ მორჩინალ მიჰყვებოდნენ მოწაფეები, მერე კი უარყოფდნენ, და მაინც თქვა:


"იყავნ ნება შენი"


თუმცა, ყოველი ქალისთვის უწმინდეს და უმაღლეს წამს ის ბოსელში უნდა აღმოჩენილიყო, იქვე ეშვა თავისი ძე, რადგან ასე იყო დაწერილი წმინდა წერილში.

"იყავნ ნება შენი"


თუმცა, როცა შეშინებული, ქუჩებში დაეძებდა თავის ბიჭუნას, საყდარში მიაგნო და ხელი არ შეუშლია, რადგან სხვა ვალის არსრულება ეწერა მის ძეს.

"იყავნ ნება შენი"


თუმცა, იცოდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეძებნა შვილი, ტანჯვის მახვილი სამარადჟამოდ ჩარჩენოდა გულში და ყოველწამიერ მის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა, რადგან შვილი მისი დევნილი და ძებნილი იყო.

"იყავნ ნება შენი"


თუმცა, ბრბოში ვერ შეძლებდა მასტან მიახლოებას.

"იყავნ ნება შენი"


თუმცა, როცა ვიღაცას სთხოვა, მისთვის გადაეცათ, რომ იქვე იყო და ელოდა, შვილმა მოწაფეებისკენ გაიშვირა ხელი და თქვა:"აი, დედა და ძმები ჩემი"

"იყავნ ნება შენი"


თუმცა, როცა ყველაფერი დასრულდა და ყველანი უკან მიიქცნენ, ის, მტრების ქირქილისა და მეგობრების სილაჩრის ამტანი, მარტო დარჩა ჯვრის ფერხთით, და იქვე, ახლოს, ერთი ქალი და ერთი მოწაფეღა იდგნენ მხოლოდ.


"იყავნ ნება შენი"



პაოლო კოელიო "ზაჰირი"

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:ჭინკა
ჭინკა
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0