x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136086
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510359
"ვიცი, დამიწერენ კომენტარებში, გადათრიონ ციხეში თუ ასე კარგად არისო" - ლევან ნიკოლეიშვილი

imageპოლკოვნიკი და სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უახლეს განცხადებას ეხმაურება და წერს:



"ეს ყველასათვის სამარცხვინო და ღირსება დაკარგული პრეზიდენტყოფილი ამბობს, რომ ყველა დაინახავს ჩემს აქტიურობას უახლოესი კვირეებში და თვეებშიო. აკი, დემენცია და არა მხოლოდ პოლიტიკური ფაღარათი აქვს, სასიკვდილოდ არის გადადებული თუ სასწრაფოდ სამკურნალოდ არ გადაიყვანეს უცხოეთში დავიღუპებითო? მომაკვდავის გააქტიურება მე არ გამიგია, თქვენ, უცხოელო ლობისტებო, "პილიტიკოსებო", ჟურნალისტებო, არასამთავრობო სექტორო, ევროპარლამენტარებო, ექიმებო? აი, ამიტომაც აქვს ასეთ დიდი მნიშვნელობა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ასეთი სულგაყიდული ხალხი ქვეყნის მმართველობას, რომ ჩამოაცილა! ვიცი, რომ დამიწერენ კომენტარებში, გადათრიონ ციხეში თუ ასე კარგად არისო. ნუ ღელავთ მეგობრებო, ეს დღეც მალე დადგება.."
ცოტა ხნის წინ პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „უახლოეს კვირებში და თვეებში“ ყველა დაინახავს მის „აქტიურ ქმედებებს“.
"უკვე 2 წელია სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში. თვითონაც არ ახსოვთ რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან "მკვლელს" მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას. რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება. პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს. მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!"-წერს სააკაშვილი.
0
314
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0