x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვალვიკის" მეკარე გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გონზე მოვიდა(ვიდეო)
image

გუშინ ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-7 ტურში "ვაალვიკი" "აიაქსს"საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა, მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:3 იყო, აიაქსის შემტევი ბრობი ვაალვიკის მეკარეს ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რის შემდეგაც მასპინძელთა მეკარე გაითიშა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.


ნიდერლანდურ მედიაში მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა, თუმცა მატჩის შეწყვეტიდან ორ საათში "ვაალვიკმა" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.


''ვაალვიკის ძვირფასო ქომაგებო, შოკირებული ვართ მოედანზე მომხდარი ინციდენტით. სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის შემდეგ, ეტიენ ვაესენი გონზეა და ის საავადმყოფოში მკურნალობს. მას გამოკვლევებს უტარებენ. ეტიენს ვუსურვებთ დიდ ძალას. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება'', - წერს ვაალვიკის ოფიციალური გვერდი.



მეკარე ეტიენ ვაესენი 28 წლისაა და მთელი კარიერა "ვაალვიკში"აქვს გატარებული.


0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0