საქართველო "ნოდარას გამოკითხვა ჰქონია" - ამირან სალუქვაძე 2023, 1 ოქტომბერი, 12:44 "შავნოდარას გამოკითხვა ჰქონია, ხალხს ეკითხება ოცნებამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრებაო? ცვლილებათა ვრცელი სიაა. მაგალითად ციხეებში საკონცენტრაციო ბანაკები დაიხურა. ვისაც თქვენ იჭერდით, თქვენთვის ისინი დასახვრეტები იყვნენ. დღეს კი პარლამენტის და დედაქალაქის გადაწვის მსურველებს პატრიოტებად გვატენით. ბიზნესის დატერორება, ღამის 3 საათზე ქონებების ახევა შეწყდა. ანუ, ნოტარიუსების ცხოვრება გაუმჯობესდა. ღამით აღარ მუშაობენ. ცოტაა? ასევე, ერთიანი ნეოფაშისტური ორგანიზაციის ჟურნალისტების ყოფა გაუმჯობესდა. ოცნება რომ არ იყოს და მის წინააღმდეგ არ სჭირდებოდეთ თქვენს პატრონებს, ასეთი მაღალანაზღაურებადები არ იქნებოდით. ქვეყნის ნაძარცვი ფულით ფინანსდებით და კითხვები არ გიჩნდებათ. სააკაშვილს და მის პარტიელებს ის თუ ახსოვთ რა დაპირებებით მოვიდნენ 2003 წელს. სააკაშვილის 1999 წლის გამოსვლას რომ მოსიმენ, უკვე მაშინ ჰქონდა ყველა დაპირება დარულებული. დევნილებს რომ დაჰპირდით ახალ წელს სოხუმში შეგახვედრებთო. შეუსრულეთ? ნაცმოძრაობა დაპირებებზე როგორ ლაპარკობს?! რომელი დაპირება აასრულეთ?! კასრების საქმის განაჩენის მცირე ამონარიდი უნდა გამოგიქვეყნოთ, იქნებ გაგახსენდეთ წარსული?! ვერ გაიგეს ნაციონალების პატრონებმა, რომ არ ჭრის ეს იაფფასიანი პროპაგანდა. ხალხს არ სურს წარსულში დაბრუნება. ხალხს ოცნების შემდეგ სურს ოცნებაზე უკეთესი მთავრობა. დღეს კი არენაზე მხოლოდ კოლექტიური ნაცმოძრაობაა, თავისი მძიმე წარსულით."-წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე 127 2-ს მოსწონს
|