შოუბიზნესი 7 ვარსკვლავი, რომელიც წლებთან ერთად ისე შეიცვალა რომ მათი ცნობაც კი რთულია 2023, 1 ოქტომბერი, 10:17 
ჰოლივუდის ვარსკვლავები მაშინაც კი, როცა "პენსიაზე" გადიან, კვლავ წარმატებით აგრძელებენ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, ფიზიკურ ვარჯიშსა და სილამაზის სალონებში სტუმრობას, მოკლედ აკეთებენ ყველაფერს, რასაც მათი აქტიურად მომუშავე კოლეგები, თუმცა ყველა არტისტი როდი ახერხებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დამალვას. ასე რომ, წლებთან ერთად ზოგიერთი სელებრითის ქუჩაში ცნობაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
კლინტ ისტვუდი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და კომპოზიტორი კლინტ ისტვუდი რამდენიმე "ოსკარის", "ირვინგ ტალბერგის ჯილდოს", აშშ-ს ხელოვნების ეროვნული მედლისა და საპატიო "სეზარის" ჯილდოს მფლობელია. ის ბევრისთვის საბრძოლო ფილმებსა და ვესტერნებში შესრულებული როლებით გახდა ცნობილი. 93 წლის კლინტ ისტვუდი, კვლავ წარმატებით აგრძელებს ფილმებში თამაშს, თუმცა უმეტესწილად უფრო პროდიუსინგით არის დაკავებული.
ჯენის დიკინსონი

ოდესღაც პოპულარული ამერიკელი მოდელი და ფოტოგრაფი ჯენის დიკინსონი საკუთარ თავს ხშირად მსოფლიოს "პირველ სუპერმოდელს" უწოდებს. თავის საუკეთესო წლებში ჯენისი "Harper's Bazaar", "Glamour", "Cosmopolitan"-სა და სხვა წამყვანი ტაბლოიდური გამოცემების გარეკანებზე ბრწყინავდა. მოდელი 2003 წლიდან სხვადასხვა სატელევიზიო შოუში მონაწილეობდა, ხოლო 2006 წლიდან 2008 წლამდე საკუთარ რეალითი - შოუ სახელწოდებით "ჯენის დიკინსონის სამედოლო სააგენტოც" კი მიჰყავდა. ჯენის დიკინსონი 68 წლის გახლავთ.
ველ კილმერი

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ველ კილმერმა სახელი ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით გაითქვა, როგორიცაა - "ბეტმენი სამუდამოდ ", Top Gun", "The Doors"-ი და "The Saint"-ი. 2000-იანი წლებიდან ძირითადად მონაწილეობს სამეცნიერო ფანტასტიკურ და საბრძოლო ფილმებში. 2015 წლიდან ის ებრძვის ხორხის კიბოს. 31 დეკემბერს მსახიობს 64 წელი უსრულდება.
კით რიჩარდსი

კიტ რიჩარდსი - ჯგუფ "The Rolling Stones"-ის ლეგენდარული ბრიტანელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი გახლავთ. რიჩარდსი "ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის" სიაში მე-4 ადგილზეა. მისი უკან ჩამოტოვება მხოლოდ ჯიმი ჰენდრიქსმა, ერიკ კლეპტონმა და ჯიმი პეიჯმა მოახერხეს. 79 წლის მუსიკოსი "The Rolling Stones"-ის შემადგენლობით კვლავ წარმატებით აგრძელებს სცენაზე გამოსვლებს და საკუთარ ინსტაგრამგვერდსაც კი მართავს.
ედვარდ ფერლონგი

მსახიობი ედვარდ ფერლონგი პირველ რიგში, ცნობილია ჯონ კონორის როლით ფილმში "ტერმინატორი". ამის შემდეგ ის მხოლოდ დაბალბიუჯეტიან ფილმებსა და ეპიზოდურ როლებში თამაშობდა. მსახიობი, სადაც მაყურებელმა ის ბოლოს იხილა იყო ფილმები - "The Reunion" და "Terminator: Dark Fate"-ი.
ოზი ოსბორნი

ცნობილმა მომღერალმა, მუსიკოსმა და ჯგუფ "Black Sabbath"-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა - ოზი ოსბორნმა უდიდესი გავლენა იქონია ზოგადად როკ - მუსიკაზე. ოსბორნს წარმატება და პოპულარობა "ჰევი - მეტალის ნათლიის" არაოფიციალურმა ტიტულმა მოუტანა. დღესდღეობით, მომღერლის ჯენმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, ლეგენდარულ ბრიტანელ როკ-მუსიკოსს თაყვანისმცემლებისთვის არ დაუმალავს რომ ის პარკინსონის დიაგნოზით იტანჯება, როგორც ჩანს, მომღერლის მდგომარეობა გაუარესდა, "პარკინსონი პროგრესირებს" - აღიარა როკერის მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცოტა ხნის წინ, 74 წლის როკერი ლოს - ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. გარეგნულად საოცრად შეცვლილ მუსიკოსში მილიონობით კერპის ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
კერსტი ელი

წლებთან ერთად ყველაზე მეტად მსახიობი კერსტი ელი შეიცვალა, რომელმაც "NBC"-ს სიტკომში "Cheers"-ში რებეკა ჰოუვის როლი ითამაშა, მან აღნიშნული როლისთვის "ემის" ჯილდოს გარდა, ასევე "ოქროს გლობუსიც" დაიმსახურა, ხოლო სერიალ "Veronica's Closet"-ის დახურვის შემდეგ, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა, მსახიობს წონის პრობლემები შეექმნა. მას შემდეგ მსახიობი საზოგადოებაში თითქმის აღარ გამოჩენილა და პაპარაცების ყურადღებას ყველნაირად გაურბოდა. 2011 წელს კერსტიმ მონაწილეობა მიიღო შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" რომლისთვისაც 30 კგ დაიკლო კიდეც, თუმცა მსახიობმა ჩვეული ფომების დაბრუნება ვეღარ შეძლო.
|