x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მე მიყვარს იესო და სე@სი"_ზრდასრულთა ინდუსტრიაში მომუშავე ქალმა დააარსა ეკლესია "ცოდვილთათვის"
image

აშშ-ში ვებ-კამერის მოდელმა დააარსა ეკლესია და გახდა მღვდელი.




ზრდასრულთა ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკელმა ქალმა დააარსა ეკლესია და გახდა პასტორი. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Daily Star -ი ავრცელებს.


კრისტი ლავი გაიზარდა კონსერვატიულ ქრისტიანულ ოჯახში. ქალის თქმით, დედა და მამა მოსიყვარულე, მაგრამ მკაცრი მშობლები იყვნენ. შეგნებულ ასაკში ლავი დაქორწინდა და ქმართან ერთად დაიწყო ეკლესიაში სიარული, რომელსაც მშობლები ბავშვობიდან აცნობდნენ. ქალის თქმით, ცხოვრების გარკვეულ პერიოდში მას და მის პარტნიორს ფინანსური სირთულეები შეექმნათ. კრისტი ლავმა სამუშაოს ძებნა დაიზყო და შედეგად გადაწყვიტა ვებ-კამერის მოდელი გამხდარიყო.


image

მას შემდეგ, რაც სასულიერო პირებმა შეიტყვეს ლავის საქმიანობის შესახებ, ის და მისი ქმარი აღარ მიიღეს ეკლესიებმა.


ვებკამერის მოდელი ამტკიცებს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი მის ცხოვრებაში. მან შეწყვიტა წირვა-ლოცვაზე დასწრება, თუმცა არასოდეს დაუკარგავს ღმერთის რწმენა.

"მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მაინც მიყვარს იესო." -აღნიშნავს ლავი.


მალე მან გადაწყვიტა საკუთარი ეკლესიის გახსნა, რომელსაც "ცოცხალი რწმენა" უწოდა. ლავმა აღნიშნა, რომ მან შექმნა ორგანიზაცია „ცოდვილთაგან ცოდვილთათვის“, ანუ მათთვის, ვინც მის მსგავსად უარყოფილია სხვა ეკლესიებისგან.


ეკლესიაში, რომელსაც ქმართან ერთად ვებკამერის მოდელი მართავს, რეგულარულად იკრიბება მცირე რაოდენობის ხალხი.

image

ხოლო ყოველ კვირა დღეს, ოთხიდან შვიდი ათასამდე ადამიანი ესწრება საღთო მსახურებას ონლაინ რეჟიმში.


„ხანდახან ტკივილიანი გზა უნდა გაიარო, რომ იპოვო შენი დანიშნულება. და მე ძლიერ მადლობელი ვარ ხალხის მხრიდან ყველა ტკივილისთვის, სიძულვილისა და განსჯისთვის, რადგან ვგრძნობ, რომ ბევრად გავძლიერდი. ახლა ვარ ისეთ ადგილზე, სადაც შემიძლია ჭეშმარიტად მიყვარდეს ადამიანები და არ ვიგრძნო დასაძრახი სხვებისგან. ასე რომ, მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გამოვიარე, ”- ამბობს ის.

0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0