ვარსკვლავები
სირცხვილისგან დაიწვნენ: 10 ფოტო, სადაც ვარსკვლავებმა იმაზე მეტი აჩვენეს ვიდრე საჭირო იყო
2023, 30 სექტემბერი, 14:58
უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარკვლავებიც კი, თუმცა რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებით სელებრთების კაზუსები ფირზე სინთლის სიჩქარით ხვდება და საზოგდოების მხრიდან განხილვის მთავარ თემადაც იქცევა. წარმოგიდგენთ იმ მოდურ კონფუზებს, რომლებშიც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები თავისდა უნებურად აღმოჩნდნენ.
ლინდსი ლოჰანი
ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი შეიძლებოდა რომ აღმოჩენილიყო, თუმცა ტაბლოიდების პირველ გვერდებზე როგორც წესი, მხოლოდ ვარსკვლავები ხვდებიან. ერთხელ ლინდსის მანქანიდან გადმოსვლისას ქვედაბოლოს გასწორება დაავიწყდა - მსახიობის "ფორმების" შეფასება ყველა მსურველმა შეძლო.
კეტი პერი
კეტი პერი სცენისთვის ყოველთვის უჩვეულო ჩაცმულობას ირჩევს. ზოგჯერ ვერც კი ხვდები, ეს უხერხული დამთხვევაა თუ მომღერლის კარგად გააზრებული ნაბიჯი. დროდადრო კეტი დავიწყებას ეძლევა და საკუთარ თაყვანისმცემლებს თავს აი, ასეთი პროვოკაციული "ლუქებით" ახსენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსმენელი მის კონცერტზე სწორედ ამის სანახავად მისულიყო.
ქეით მოსი
ახლა უკვე გასაგებია რატომ უსაფრდებიან პაპარაცები ვარსკვლავებს ზედ პირდაპირ მანქანებთან. ვიღაცას შეიძლება ნამდვილად სურს ფირზე სელებრითის პირველი აღბეჭდვა, თუმცა უმრავლესობა მათგანი მაინც უხერხულ მომენტებზე ნადირობს. ფოტოზე მოდელს ქვედაბოლო აეწია, რითიც პაპარაცებმა საგულდაგულოდ ისარგებლეს.
ჯენიფერ ლოურენსი
კიდევ კარგი რომ მსახიობს ბიუსტჰალტერი მანქანაში და არა წითელ ხალიჩაზე გაეხსნა, თუმცა ეპიკური დაცემის გმირს უკვე აღარაფრის რცხვენია - ყურადღების ცენტრში ყოფნას ის უკვე დიდი ხანია მიეჩვია.
ტეილორ სვიფტი
ამერიკელი მომღერალი 2018 წლის "Billboard Music Awards"-ზე ღრმა ჭრილიან, მდიდრულ ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. ვარსკვლავი ღონისძიების ოფიციალურ ფოტოებზე უდაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა (ყველასთვის მაშინვე გახდა გასაგები, რატომ დააზღვია მომღერალმა ფეხები 40 მილიონ დოლარად) თუმცა, საღამოს განმავლობაში ტეილორს ექსტრავაგანტულმა ჭრილმა არაერთხელ უმტყუნა.
ლედი გაგა
სავარაუდოდ, ლედი გაგა ზოგიერთი "ღირსების" გამოჩენას წინასწარ საგულდაგულოდ გეგმავდა, თუმცა მთლიანობაში პოპ - მომღერლის "ლუქი" სულ მცირე უცნაურად გამოიყურებოდა: სქელი და რთული დეკორი წინიდან და შიშველი "მეხუთე წერტილი" უკნიდან.
ელიზაბეტ ჰარლი
ელიზაბეტ ჰარლის გადამწყვეტ მომენტში კაბის გასწორება დაავიწყდა, რის გამოც პაპარაცების სამიზნე გახდა. ვარსკვლავი მნიშვნელოვანი პრეზენტაციისთვის ასეთი შეუფერებელი სამოსის არჩევანში აშკარად შეცდა.
რიანა
რიანას მდიდრული კაბა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უაღრესად "უმანკოც" ჩანდა, თუმცა კონფუზის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა: ბარბადოსელ ლამაზმანს მკლავის ცალი მხარე მოღალატურად ჩამოუცურდა და თაყვანისმცემლებს იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე საჭირო იყო. რიანამ კაბის მხარი აუღელვებლად გაისწორა და პაპარაცებს ამ უხერხული მომენტის "დაჭერის" საშუალებაც მისცა.
კიმ კარდაშიანი
სკანდალური ტელესახე და წარმატებული ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი საზოგადოებაში ნახევრად გამჭვირვალე კაბით ისე გავიდა არც კი უფიქრია რომ მისი თეთრეული შესაძლოა "საზოგადოებრივ საკუთრებად" ქცეულიყო. ისე ეპატაჟური ვარსკვლავისგან მსგავსი საქციელი არც არავის გაკვირვებია.