x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
"ჯანსუღმა ხელი გაუწოდა და ჩვენც დუბლი ვართ, "ასნავნოი" მთაწმინდაზეაო” - სამი სახალისო ისტორია ჯანსუღ ჩარკვიანზე
image


***პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი და მწერალი გურამ ფანჯიკიძე ფეხბურთის დიდი ქომაგები იყვნენ.


ჯანსუღი და დათო ყიფიანი მეგობრობდნენ. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო გურამ ფანჯიკიძეც. ერთხელ დათო ყიფიანმა მათ ფეხბურთელების სურვილი გადასცა – ქომაგებთან შეხვედრა სურდათ.



შეხვედრაზე გურამი და ჯანსუღი რომ მივიდნენ, ფეხბურთელებს გასვლითი თამაში ჰქონიათ. რამდენიმე ადამიანი გამოვიდა, ჩამოართვეს ხელი, ბატონო ჯანსუღ, მე დარასელიას დუბლი ვარო, მეორემ – მე შენგელიას დუბლი ვარო. ჯანსუღმა ხელი გაუწოდა და ჩვენც დუბლი ვართ, “ასნავნოი” მთაწმინდაზეაო.”





***

გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯანსუღ ჩარკვიანი მივლინებით იყო გაგზავნილი სომხეთში, სადაც ადგილობრივი ცნობილი პოეტის იუბილეს აღნიშნავდნენ, ღონისძიებების ჩატარების პერიოდში ერთ-ერთი ადგილობრივი პოეტი გადაკიდებია ბატონ ჯანსუღს, "მართალია, რომ რუსთაველი სომეხი იყოო?", აბა ამ არასერიოზული კითხვაზე რა პასუხი უნდა გაეცა ჯანსუღს, მაგრამ რომ გადაეკიდა და აღარ შეეშვა უპასუხა :"მართალიაო, თუმცა ისე ეზიზღებოდა მშობლიური ენა, გადაწყვიტა ქართულად დაეწერაო".


როგორც ბატონი ჯანსუღი იხსენებს, იმ სომეხ პოეტს თურმე იქ ყოფნის პერიოდში ხმა აღარ გაუცია მისთვის.



***

ჯანსუღ ჩარკვიანი იგონებს: “ჩემი მეგობარი და ჩემი მეუღლის მეგობარი დაქორწინდნენ. ქორწილი მცხეთაში გადაიხადეს. თამადად მე დამნიშნეს. ავდექი და ასეთი რამ ვთქვი: ორ რამეზე არ ვაგებ პასუხს - იმაზე, ღვინო ნაღდია თუ არა და დედოფალი ქალიშვილია თუ არა-მეთქი. ატყდა სიცილ-ხარხარი.


ამ ამბის შემდეგ მე და ნოდარ დუმბაძე ქუთაისში ვიყავით სტუმრად ჩასულები. მასპინძელმა მთაში წაგვიყვანა საქეიფოდ. გზაზე ვიღაც საშინლად ნაცემი პიროვნება დავინახეთ. მძღოლმა მანქანა გააჩერა და ჰკითხა: - რა იყო, ბიჭო, ეგ რა მოგსვლია? –რა ვიცი, ბიძია, ჯანსუღ ჩარკვიანს ედოს ჩემი ცოდვაო! ბიჭოს, გამიკვირდა - რა გინდა, ჯანსუღი მე ვარ-მეთქი. არ დამიჯერა. რა მინდა და, ქორწილში რაღაც უთქვამს, მეც იგივე გავიმეორე, გამომიყვანეს, ჯორკოზე თავი დამადებინეს და ნაჯახი მირტყეს. დედოფლის ქალიშვილობას შენ ვინ გეკითხებაო.


იმ სულელს თურმე ჩემი სიტყვები არ გაუმეორებია ქორწილში? არ აპატიეს და იარებიც დაადეს”.

1
333
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
333
  
2023, 3 ნოემბერი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1