x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს" და სხვები - როგორია ამერიკელების ინტელექტი?
image

ბოლო წლებში ფართოდ გავრცელებული ტენდეციაა, როდესაც რეპორტიორი მიკროფონით ხელში ქუჩაში აჩერებს გამვლელებს და ელემენტარულ კითხვებს უსვამს, ხშირად კურიოზულსაც, არასერიოზულსაც, რომლის პასუხიც წესით სკოლის მოწაფემაც უნდა იცოდეს, თუმცა არც თუ იშვიათად რესპონდენტის პასუხი სავალალოა, როგორც ჩანს დაბალი ინტელექტი თანამედროვე მსოფლიოს სენია, ამას ადასტურებს ამერიკაში ჩატარებული კვლევებიც.



2014 წელს დამოუკიდებელმა სააგენტო National Science Foundation-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ყოველ მეოთხე ამერიკელმა ვერ გასცა სწორი პასუხი კითხვას:დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო თუ პირიქით.გაირკვა, რომ ყოველ მეოთხე ამერიკელს მიაჩნია, (ანუ 60 მილიონ ადამიანს), რომ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო, როგორც ეს შუა საუკუნეებში მიაჩნდათ.



ბარაკ ობამა 8 წელი იყო აშშ-ს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ღრმად მორწმუნე ქრისტიანია, ყოველ მესამე ამერიკელს მიაჩნია, რომ იგი მუსულმანია.





ფილმი Jurassic World-ის გამოსვლის შემდეგ ბაზრის კვლევის საერთაშორისო კომპანია YouGov -მა მოაწყო გამოკითხვა, ცხოვრობდნენ თუა არა ერთდროულად ადამიანები და დინოზავრები, მოქალაქეთა მხოლოდ 25% -მა განაცხადა კატეგორიულად არა, 27% -მა აღნიშნა, რომ ეს შეასაძლებელია, ხოლო 14% -ისთვის ეს ასე იყო, 18%-ი ორჭოფობდა, 16%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.



ევოლუციის თეორია დღესდღეობით კიდევ თუ საკამათოა მეცნიერებს შორის, სამაგიეროდ კარგა ხანია დამტკიცებულია, რომ დედამიწის ასაკი რამდენიმე მილიარდი წელია, ეს ნებისმიერი სკოლის მოწაფესავით უკვე ცნობილია, თუმცა 10-იდან 4 ამერიკელს მიაჩნია, რომ ღმერთმა შექმმა დედამიწა და მისი ასაკი 10 000 წელზე ნაკლებია.



რაც შეეხება ისტორიას, ამერიკელებმა არა თუ მსოფლიო ისტორია, არამედ საკუთარი ისტორიაც კი ნორმალურად არ იციან.ამერიკელთა თითქმის ნახევარმა არ იცის რატომ დაიწყო სამოქალაქო ომი.

image

არაკომერციულმა კვალევითმა ცენტრმა PRRI-მა გამოკითხა ის ამერიკელები, რომლებიც მუდმივად ესწრებიან ან უყურებენ სპორტულ ღონისძიებებს, გამოკითხულთა 27% -ს მიაჩნიათ რომ ღმერთი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თამაშის შედეგზე, ხოლო 54%-ის აზრით ღმერთი მხოლოდ მორწმუნე სპორტსმენებს სწყალობს, აჯილდოვებს მათ ჯანმრთელობით და წარმატებით.



ამერიკელების 50%-ს დღესაც სჯერა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი სადამ ჰუსეინის მოწყობილი იყო(კვლევა მერლინდის უნივერსიტეტმა ჩაატარა 2016 წელს), მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მთავრობამ და პირადად ბუშმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერაყს ტერაქტთან არავითარი კავშირი არა აქვს.



ამის გარდა ყოველ მეოთხე ამერიკელს მიაჩნია, რომ დოლარის კუპიურებზე მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტები არის გამოსახული, აქედან გამომდინარე ალექსანდრე ჰამილტონი და ბენჟამენ ფრანკლინიც ამერიკელებს პრეზიდენტი ჰგონიათ.

image

2023 წელს გამოცემა The Hill-მა გამოაქვეყნა ახალი კვლევის შედეგები, რომელიც საკმაოდ არასახარბიელოა.ამერიკელთა IQ მაჩვენებელმა, რომელიც სტაბილურად იზრდებოდა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, ახალ საუკუნეში თანდათან კლება დაიწყო. (შენიშვნა :IQ ტესტები პირველად 1905 წელს გამოჩნდა)გამოცემის ინფორმაციით ყველაზე აშკარა კლება ახალგაზრდებსა და საზოგადოების ნაკლებად განათლებულ სეგმენტებს შორის აღინიშნება.

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0