კაბები ზომიერების გრძნობა მათთვის უცხოა: 10 ცნობილი ქალბატონის უსახური დეკოლტე 2023, 29 სექტემბერი, 13:16 "შიშველ" კაბებში გამოწყობილ ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე ხშირად შეხვდებით, განსაკუთრებული პოპულარობით კი მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადენლებში ღრმა ჭრილი და თამამი დეკოლტე სარგებლობს, ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილს აყოლილ სელებრითებს ზოგჯერ ზომიერების გრძნობა ღალატობთ და ხშირად საზოგაოდების მხრიდან დაცინვის ობიექტებიც ხდებიან. თქვენ წინაშეა ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომელსაც ღრმა დეკოლტის სიყვარულში ზომიერების გრძნობამ უღალატა.ლედი გაგამომღერლის "ღირსებებს" ბიუსტჰალტერის დახმარება ერთმნიშვნელოვნად სჭირდება, ან პოპ დივას შეუძლია ისეთი აქსესუარებითაც ისარგებლოს როგორიცაა - წებოვანი პლასტირი ან სილიკონის ზოლები - აი, ისინი კი აზღუდისგან განსხვავებით გარეშე თვალისგან სრულიად შეუმჩნეველი და უხილავია.პრიანკა ჩოპრაპრიანკა ჩოპრას ღონისძიებისთვის მოკრძალებული სამოსის არჩევა არ აწყენდა, რადგან მისი ბიუსტი ასეთი ღრმა დეკოლტისთვის არც იმდენად შესაფერისია. ამასთან, ვარსკვლავმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი ჩაცმულობით პოზირება მხოლოდ წელში გამართულია შესაძლებელი.ლინდსი პელასინუთუ ფუმფულა მკერდის მქონე ქალბატონეს არ შეუძლიათ შესაფერისი ზომის კაბის შერჩევა? ეს ჩაცმულობა ლინდსი პელასის მკერდს აბრტყელებს და მას არც იმდენად სასიამოვნო შესახედს ხდის.ემილი რატაკოვსკივარსკვლავი "Harper's Bazaar"-ის წვეულებაზე ისეთი ღრმა დეკოლტით წარსდგა რომ მასში მოძრაობას ძლივს ახერხებდა. მოდელის კაბა უყურადღებოდ არც ამერიკელ ტელეწამყვანებს დარჩენიათ, რომლებმაც სელებრითი უგემოვნო ჩაცმულობისთვის გააკრიტიკეს და მას ვულგარულიც კი უწოდეს.კიმ კარდაშიანიეს კაბა ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ეს გამხდარ "Fashion Nova"-ას მოდელის სხეულზეა წარმოდგენილი. კიმის ფუმფულა მკერდი კი კაბაში ვერ ჩაეტია, საიდანაც ის ამოხტომას ყველა მხრიდან ლამობდა. სხვათა შორის, ჯერჯერობით უცნობია, კაბის დიზაინი ვინ ვის მოპარა: კიმმა "Fashion Nova"-ს თუ პირიქით.ევა ლონგორია"სასოწარკვეთილი დიასახლისის" ვარსკვლავის შემთხვევაშიც ალბათ, ურიგო არ იქნებოდა რომ მას ან სტილი შეეცვალა ან მოშვებული მკრედისთვის ფორმის მისაცემად რაიმე აქსესუარი გამოეყენებინა.სარა ჯესიკა პარკერირაც შეეხება "კერი ბრედშოუს" უცნაურ ჩაცმულობას ის შეუმჩნეველი არავის დარჩენია, ხოლო მისი ვარდისფერი კაბა და კისერზე მიბჯენილი მკერდი კრიტიკოსებს შორის სერიოზული განხილვის თემადაც კი იქცა.შანინა შეიკიისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ საღამოსთვის ავსტრალიელმა მოდელმა რამდენიმე ზომით დიდი კაბა შეარჩია. გარდა ამისა, ცალკეულ ფოტოებზე, რომლებიც ინტერნეტქსელში ჯერ კიდევ იძებნება ნათლად ჩანს, რომ შანინას საცვლების ჩაცმაზეც დიდად არც უზრუნია. როგორც ჩანს, "Victoria's Secret"-ის "ანგელოზისთვის" ასეთი პროვოკაციული სამოსი მხოლოდ ყურადღების მიქცევისთვის იყო შექმნილი.ტრეისი ელის როსინიჭიერმა მსახიობმა, მოდელმა და პროდიუსერმა ტრეისი ელის როსმა 2022 წლის "ოსკარზე" დასასწრებად საკმაოდ წარუმატებელი "ლუქი" შეარჩია. ვარსკვლავის მოშიშვლებული მხრები იღლიების ირგვლივ კანს არც თუ სასიამოვნო შესახედაობას აძლევდა, ხოლო ბიუსტი აზღუდის პატარა ფიალებიდან "ამოტყორცნას" მთელი ძალით ლამობდა.ირინა შეიკიმოდელის კრემისფერი კაბა ძველ, გარეცხილ მარლას მოგაგონებდათ, რომლის ზედმეტად მოჭერილმა კორსეტმაც ტოპ-მოდელის მთელი "ლუქი" გააფუჭა. იმედია, საღამოს განმავლობაში შეიკი ასეთ სამოსში თავს არც ისე უხერხულად გრძნობდა.439 შეფასება არ არის |