x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137388
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
ზომიერების გრძნობა მათთვის უცხოა: 10 ცნობილი ქალბატონის უსახური დეკოლტე

image


"შიშველ" კაბებში გამოწყობილ ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე ხშირად შეხვდებით, განსაკუთრებული პოპულარობით კი მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადენლებში ღრმა ჭრილი და თამამი დეკოლტე სარგებლობს, ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილს აყოლილ სელებრითებს ზოგჯერ ზომიერების გრძნობა ღალატობთ და ხშირად საზოგაოდების მხრიდან დაცინვის ობიექტებიც ხდებიან. თქვენ წინაშეა ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომელსაც ღრმა დეკოლტის სიყვარულში ზომიერების გრძნობამ უღალატა.




ლედი გაგა


image


მომღერლის "ღირსებებს" ბიუსტჰალტერის დახმარება ერთმნიშვნელოვნად სჭირდება, ან პოპ დივას შეუძლია ისეთი აქსესუარებითაც ისარგებლოს როგორიცაა - წებოვანი პლასტირი ან სილიკონის ზოლები - აი, ისინი კი აზღუდისგან განსხვავებით გარეშე თვალისგან სრულიად შეუმჩნეველი და უხილავია.





პრიანკა ჩოპრა


image


პრიანკა ჩოპრას ღონისძიებისთვის მოკრძალებული სამოსის არჩევა არ აწყენდა, რადგან მისი ბიუსტი ასეთი ღრმა დეკოლტისთვის არც იმდენად შესაფერისია. ამასთან, ვარსკვლავმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი ჩაცმულობით პოზირება მხოლოდ წელში გამართულია შესაძლებელი.




ლინდსი პელასი


image


ნუთუ ფუმფულა მკერდის მქონე ქალბატონეს არ შეუძლიათ შესაფერისი ზომის კაბის შერჩევა? ეს ჩაცმულობა ლინდსი პელასის მკერდს აბრტყელებს და მას არც იმდენად სასიამოვნო შესახედს ხდის.




ემილი რატაკოვსკი



image


ვარსკვლავი "Harper's Bazaar"-ის წვეულებაზე ისეთი ღრმა დეკოლტით წარსდგა რომ მასში მოძრაობას ძლივს ახერხებდა. მოდელის კაბა უყურადღებოდ არც ამერიკელ ტელეწამყვანებს დარჩენიათ, რომლებმაც სელებრითი უგემოვნო ჩაცმულობისთვის გააკრიტიკეს და მას ვულგარულიც კი უწოდეს.




კიმ კარდაშიანი


image


ეს კაბა ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ეს გამხდარ "Fashion Nova"-ას მოდელის სხეულზეა წარმოდგენილი. კიმის ფუმფულა მკერდი კი კაბაში ვერ ჩაეტია, საიდანაც ის ამოხტომას ყველა მხრიდან ლამობდა. სხვათა შორის, ჯერჯერობით უცნობია, კაბის დიზაინი ვინ ვის მოპარა: კიმმა "Fashion Nova"-ს თუ პირიქით.



ევა ლონგორია


image


"სასოწარკვეთილი დიასახლისის" ვარსკვლავის შემთხვევაშიც ალბათ, ურიგო არ იქნებოდა რომ მას ან სტილი შეეცვალა ან მოშვებული მკრედისთვის ფორმის მისაცემად რაიმე აქსესუარი გამოეყენებინა.




სარა ჯესიკა პარკერი


image


რაც შეეხება "კერი ბრედშოუს" უცნაურ ჩაცმულობას ის შეუმჩნეველი არავის დარჩენია, ხოლო მისი ვარდისფერი კაბა და კისერზე მიბჯენილი მკერდი კრიტიკოსებს შორის სერიოზული განხილვის თემადაც კი იქცა.



შანინა შეიკი


image


ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ საღამოსთვის ავსტრალიელმა მოდელმა რამდენიმე ზომით დიდი კაბა შეარჩია. გარდა ამისა, ცალკეულ ფოტოებზე, რომლებიც ინტერნეტქსელში ჯერ კიდევ იძებნება ნათლად ჩანს, რომ შანინას საცვლების ჩაცმაზეც დიდად არც უზრუნია. როგორც ჩანს, "Victoria's Secret"-ის "ანგელოზისთვის" ასეთი პროვოკაციული სამოსი მხოლოდ ყურადღების მიქცევისთვის იყო შექმნილი.



ტრეისი ელის როსი


image


ნიჭიერმა მსახიობმა, მოდელმა და პროდიუსერმა ტრეისი ელის როსმა 2022 წლის "ოსკარზე" დასასწრებად საკმაოდ წარუმატებელი "ლუქი" შეარჩია. ვარსკვლავის მოშიშვლებული მხრები იღლიების ირგვლივ კანს არც თუ სასიამოვნო შესახედაობას აძლევდა, ხოლო ბიუსტი აზღუდის პატარა ფიალებიდან "ამოტყორცნას" მთელი ძალით ლამობდა.




ირინა შეიკი

image


მოდელის კრემისფერი კაბა ძველ, გარეცხილ მარლას მოგაგონებდათ, რომლის ზედმეტად მოჭერილმა კორსეტმაც ტოპ-მოდელის მთელი "ლუქი" გააფუჭა. იმედია, საღამოს განმავლობაში შეიკი ასეთ სამოსში თავს არც ისე უხერხულად გრძნობდა.










0
439
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
439