x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თუ ამ ქალს არ დააბამთ, 1 წელიწადში იმდენს გააფუჭებს, მერე მაგისი გაფუჭებულის გამოსწორებას ათეული წლები დასჭირდება"-გელა ზედელაშვილი
image

"დააბით!


როდესაც სალომე ბაბოს ვირჩევდით, სადღაც გულის კუნჭულში კი ვწუხდით, მაგრამ ამავე დროს თავს ვიმშვიდებდით - უფლებები არ აქვს, ძალიანაც რომ მოიწადინოს, ვერაფერს გააფუჭებს, იყოს, ბოლო-ბოლო, ოფიციალურ ჩეკისტს მაინც აჯობებს, ახალი წლის ღამეს ტელევიზორში გამოვა, მოგვილოცავს, ბალღებს ჩურჩხელებსა და გოზინაყს დაურიგებს, ჩამოჯდება ორბელიანების სასახლეში ბუხართან, მომავალ თაობებთან იმუსაიფებს, ზღაპრებსაც მოუყვება, მოეფერება, ჭკუაზე დაარიგებს და ამასობაში დროც ამოეწურებაო.


ჰმ... თურმე აზრზეც არ ვიყავით, ალაზნის რომელ მონაკვეთზე ვბანაობდით!


რა უფლებები არა ჰქონია? თუ არა ჰქონია კიდე, რა, იმ უუფლებობას ვერ დააფურთხა და ევროპა-ამერიკებში ვერ დაჭენაობს? პრეზიდენტებს ვერ ხვდება? იმათთან შეხვედრებისას სხვას არ ლაპარაკობს და გარეთ გამოსული კიდე სულ სხვას არ აცხადებს?

image

ეგე, ლატვიის პრეზიდენტმა სუ თითები გვიქნია, რუსეთს სანქციები დაუწესეთ, თორემ დეკემბერში ჩვენ ფეხებს მიიღებთო. ხმა არ გასცა, არც გაუპროტესტებია, არც სიტყვა შეუბრუნებია, როგორ გეკადრებათ, ბატონო იმანაუსკასო-ვო. გამოვიდა და დაიწყო ე.წ. დიპლომატიური დემაგოგია, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ამასთან და ამასთანო. აღარც სირცხვილი, აღარც ნამუსი, აღარც თავმოყვარეობა!


ერთი რა მაგის პასუხია და... მაინტერესებს, სადმე რომ ჩადის, დამოწმებულ “პუწიოვკას'' არ სთხოვენ? იქნებ სალომე ბაბო არ არი, იქნებ გადაცმული ბინ ლადენია? ან იქნებ გადაცმული სადამ ჰუსეინია? უცებ რო პულიმიოტი დააძროს და ყველა თავის ზომაზე გადახერხოს, ხო არიან ღირსები?!


თქვენი არ ვიცი და... აი, მე კი ძალიან შავღონდი, რაააა... აი, ძალიან!


ისე, როგორც მახსოვს, სოციალიზმის პერიოდში ბალტიისპირელები ჩვენს მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილები იყვნენ და როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, გააგრესიულდნენ. ნეტავ რათა? უნახავმა რო რაღაცა ნახა, ამასთან გვაქვს საქმე? უნახავებს უნდათ, ნამდვილ ევროპიელებზე უფრო მეტი ევროპიელები გამოჩნდნენ, როგორც რომის პაპზე მეტი კათოლიკები?

ჰა, ასეა? ალბათ, თორემ ეგეთი ჭკუისდამრიგებლური და მბრძანებლური ტონი მაგათ არასდროს ჰქონიათ!


ეგ არი!


თუ ამ ქალს არ დააბამთ, 1 წელიწადში იმდენს გააფუჭებს, მერე მაგისი გაფუჭებულის გამოსწორებას ათეული წლები დასჭირდება."-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

2
234
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
234
  
2023, 28 სექტემბერი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
2023, 28 სექტემბერი, 17:29
ამ ბებერი ბოზის გორჯესტანა შვილებმა ქართული იცის რომელიმემ?
0 1 2