სისხლის სამართალი ბერლინში, 27 წლის ქართველი ქალი მეუღლის თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს 2023, 27 სექტემბერი, 17:11 როგორც გერმანული პრესა იუწყება, გიორლიცის პარკში ქალის ჯგუფური გაუპატიურებიდან სამი თვის შემდეგ პროკურორებმა ბრალი წაუყენეს სამ მამაკაცს. შემთხვევა ივნისის თვეში ბერლინში მოხდა.27 წლის ქართველი ქალი მეუღლის თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს, ქმარს კი, ხელკეტებით სასტიკად სცემეს. სამი მამაკაცი ქართველ ცოლ-ქმარს გვიან საღამოს დაესხა თავს. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაიტაცეს დაზარალებულების კუთვნილი ნივთები და თანხა. 27 წლის თ. და მისი მეუღლე, საქართველოდან, რამდენიმე თვეა, ორ შვილთან ერთად ბერლინში ცხოვრობენ. ივნისის იმ დღეს სურდათ მარიხუანას ყიდვა გურლეში და "მასტერკის" მოწევა. მაგრამ მათ იყიდეს კოკაინი, ჩამოსხდნენ პარკში სკამზე გამოიყენეს იგი, რის შემდეგ კოცნაობდნენ, სწორედ ამ დროს მიუახლოვდნენ კრიმინალები. ქართველ წყვილზე თავდასხმისა და ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ ადგილობრივები ღამის საათებში პარკის დახურვას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ. გიორლიცის პარკი გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვანე სივრცეა, რომელიც ბოლო წლებში ნარკოტიკებით ვაჭრობის, სექსუალური ძალადობის და სხვა მძიმე დანაშაულის ადგილად იქცა. საგამოძიებო სამსახურმა ფაქტი მხოლოდ ახლა გაახმაურა და მედიას ბრალდებულთა სამკაციანი ჯგუფის დაკავება დაუდასტურა. ექსპერტიზის შედეგად ქალის ტანსაცმელზე აღმოჩენილია თავდამსხმელების დნმ-ის კვალი. ეს დასკვნა ახლა მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა, ისევე როგორც, დაზარალებულთა ჩვენებები.ვარაუდობენ, რომ კრიმინალებმა, რომლებმაც გერმანიაში ქართველი ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს, 14 წლის გოგოზეც იძალადეს. ვინ არიან დამნაშავეები? ეს არის 21 წლის ოსმან ბ. სომალიდან, არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი და ცნობილია ათეულობით ფსვედონიმით, სწორედ მისის სპერმის კვალია აღმოჩენილი დანაშაულის ადგილზე.7 წელსი გერმანიაში იმყოფება, თუმცა მისი ქვეყანაში ყოფნის პერიოდის უფლება დიდი ხანია ამოიწურა.მისი ორი თანამზრახველი გვინეიდან არიან, 22 წლის ბურბაკარ.ბ-ს ოთხი ფსვდონიმი აქვს, უსახლკაროა და გერმანიის ქუჩებში ცხოვრობს აგერ უკვე 6, 5 წელია.22 წლის მონტაგა დ. 2017 წლიდან გერმანიაშია, მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვოლად მიღებაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.ის დარეგისტირიდა მოხუცთა სახლში. 256 3-ს მოსწონს |
კარგი ცხოვრება არ არის საქართველოში,თუმცა არც ისეა საქმე რო კატასტროფა ხდებოდეს.თუ ნორმალური ქვეყანა გინდა,შენვე უნდა შექმნა და არ უნდა ჩაეშვა ნარკოტიკებში. უბრალოდ,გაუნათლებლობა სჭირს ქვეყანას,ამიტომაც გარბიან ქვეყნიდან და ამიტომაც არ ვითარდება ქვეყანა. ევროპამ ჯერ რენესანსი გამოსცადა,რაც გარღვევა იყო იმ დროს და ადამიანებმა სხვა კუთხით შეხედეს ცხოვრებას,მერე იყო განმანათელბლობა,რომელმაც რენესანსის სხვა კუთხით დანახვის უნარი შეიძინა. საქართველოში,ჯერ იყო დეგრადაცია,რამაც სამოქალაქო ომები,გაყიდული ქვეყანა,ერთმანეთის ჩაშვება და საბჭოთა რეპრესიები გამოიწვია,იყვნენ კომფორმისტი ინტელიგენცია და ა.შ.,ხოლო ახლა გვაქვს "გაუნათლებლობა",რამაც ადამიანში საბოლოოდ მოკლა თავისუფლება და მას მოყოლილი პასუხისმგებლობა,შედეგად მივიღეთ ეს ამბავი
აი ევროპა და კაი ცხოვრება, კოკაინი მოიხმხრეს და განგრეულ კაიფსი ქუჩაში ცოლ ქმამა დაიწყეს კოცნაობა. ქმარიც რატო არ გააუპატიურეს? გერმანიაში ხო მოსულა კაცების ქლიბვა.