ვარსკვლავები თითქოს ჩაცმულები, მაგრამ "გახ#ილები": სელებრითების ზედმეტად პროვოკაციული "ლუქები" 2023, 27 სექტემბერი, 16:22 სელებრითები კამერების ქვეშ ყოფნას მიეჩვივნენ, და ზოგჯერ ისეც ხდება რომ მათ ყურადღება არ ჰყოფნით, რაც მათთვის არც თუ ისეთი იოლი გადასატანია, ამიტომ საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიქცევას ისინი სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ, მათ შორის საზოგადოების წინაშე "გაშიშვლებითაც" კი. დღევანდელი ჩვენი სტატიაც სწორედ ასეთ ვარსკვლავებზეა.კენდალ ჯენერიმოდელის ხილვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მხოლოდ თამამ და ეპატაჟურ "ლუქებშია" შესაძლებელი. ის ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი წვეულების ყურადღების ცეტრში მოქცევას, რაც წარმატებით გამოსდის კიდეც. ისე, ასეთი ფიგურით ჯენერს შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება ნამდვილად მისცეს.ტრინიტი ვიგორსკიმადონას ქალიშვილის ლურდესის მეგობარი წლევანდელ "გრემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე საკმაოდ პროვოკაციული კომბინეზონით გამოცხადდა. გოგონას ჩაცმულობა საკმაოდ ორაზროვანი გამოვიდა: ის თითქოს ჩაცმულიც იყო, მაგრამ ამავე დროს შიშველიც.ჯორდან დანიგოგონამ წითელი ხალიჩისთვის საკმაოდ პროვოკაციული კაბა შეარჩია, რომლის ზედატანიც "ტატუს" მსგავსი აპლიკაციებით იყო გაფორმებული, მთლიანობაში დანის ჩაცმულობა გრძელი ორგანზას ქვედაბოლოთი ღირსეულად გამოიყურებოდა.სიარაწელს სიარა "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე თავისი თამამი ჩაცმულობის წყალობით ტოპ ათეულში მოხვდა. ამჯერად, მომღერალმა არჩევანი მბზინავ ბადეზე, ხელთათმანებსა და სტრინგზე შეაჩერა. ფერი შემსრულებლის კანის ტონთან იდეალურად იყო შერწყმული, ფაქტია, რომ ამერიკელი მომღერალი თავისი თამამი ჩაცმულობის წყალობით ყურადღების ცენტრში ერთმნიშვნელოვნად მოექცა.დოჯა კეტირამდენიმე წლის წინ შემსრულებელმა საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობა ეპატაჟური ჩაცმულობით სცადა. ერთ - ერთ ღონისძიებაზე ის გრძელ ბუმბულიან და ღრმა დეკოლტირებულ კაბაში გამოჩნდა, საიდანაც მომღერლის მკერდი "ამოხტომას" ყველა საშუალებით ლამობდა.ემილი რატაკოვსკიწელს ამერიკელმა მოდელმა გადაწყვიტა თავისი ჩაცმულობით ყველა აღეფრთოვანებინა. სელებრითის გრძელი, გამჭვირვალე კაბა საზოგადოებას საშუალებას აძლევდა მისი ბრწყინვალე ფიგურა დეტალურად შეეფასებინა, ხოლო მის "ღირსებებზე" არსებული თასმები ვარსკვლავის სხეულის ყველაზე პიკანტურ ადგილებს ფარავდა.როშელ ჰიუმსიბადისებრი კაბები მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებში გასულ წელსაც საკმაოდ აქტუალური იყო. საკუთარ კოლეგებს არც როშელ ჰიუმსი ჩამორჩა და კანის კინოფესტივალისთვის ცალ მხარეს ამოჭრილი შავი გამჭირვალე კაბა შეარჩია, რომელსაც მომღერალმა თეთრი, მასიური სამკაულები შეუხამა.ჯეს გლინიჯესის ჩაცმულობა საღამოზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. შავი თავსაბურავი და უცნაური ასიმეტრიული ქვედაბოლო საცვლებს უფრო წააგავდა ვიდრე სამოსს, რომელიც მისი ფერმკრთალი კანის ფონზე საკმაოდ გოთურად და უხერხულად გამოიყურებოდა.Jazelleგასულ წელს "Billboard Music Awards"-ზე ახალგაზრდა მომღერალმა მაყურებელი თავისი ნახევრად შიშველი შავი, ბადისებრი კაბით მოხიბლა. რამდენად პრაქტიკულია ასეთი სამოსი უცნობია, თუმცა ეფექტური კი ერთმნიშვნელოვნად არის.ქეით მოსიყოფილი ტოპ - მოდელი თავისი ფორმებით საზოგადოების აღფრთოვანებას კვლავ განაგრძობს. მართალია, ის დიდი ხანია პოდიუმზე უკვე აღარ გამოდის, თუმცა წამყვანი მოდის სახლების პროვოკაციული სამოსის მორგებას კვლავ აძლევს თავს.467 შეფასება არ არის |