საზოგადოება „ნაწყენო ნათესავებო, „მე შაირი არ მინდოდა …” – თამარ ჩერგოლეიშვილი 2023, 26 სექტემბერი, 13:13
.
ჟურნალ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
.
“როდესაც მომავლის ხედვაში, ქცევის წესებში და ღირებულებებში შეურიგებელი განსხვავებები გამიჩნდა ჩემს სოციალურ წრესთან – ავიღე და ეს სოციალური ქსოვილი დავგლიჯე, რომ განზე გავსულიყავი. ბუნებრივია, ამან უხერხულობები შექმნა. ვისაც დავუპირისპირდი – იმათაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, კმაყოფაზე მჯდომები … ისინი ნაწყენები არიან და პერიოდულად, ამ წყენას ჩემს ნათესავებს აფრქვევენ . ნაწყენო ნათესავებო, “მე შაირი არ მინდოდა …” მე მინდოდა ჩემი საქმის კეთება ისე, როგორც მე მჯერა. მაგრამ, რატომღაც, რამდენიმე უტვინო და ხარბმა გოიმმა გადაწყვიტა, რომ უნდა გამაქრონ, ჩემი მოკავშირეებიან – საქმიანად. . თავი კი არ დაგვანებონ – გაგვაქრონ, გაგვანულონ! ხოდა ახლა საკითხი ასე დგას – ან მე გავაქრობ, ან ისინი გამაქრობენ … ეს მოცემულობა დააყენა კეზერაშვილმა, როცა ჩათვალა, რომ რადგან ფული აქვს – თავს ასეთი თავხედობის უფლება შეიძლება მისცეს. . მან არ იფიქრა შედეგზე, არ იფიქრა თქვენზე … (ტრულაილა თვითონ ფულია!) ბოდიში, რომ ვინც ჩემი საქმის წართმევა და განადგურება დამიპირა, იმას მე თვითონ ვანადგურებ. . ნულოვანი შედეგის თამაშია – და ეს თამაში მე არ დამიწყია. პატივს ვცემ მათ არჩევანს და საკადრისად ვპასუხობ.  და მოვიგებ – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ჯობია, რომ ჩვენ მოვიგოთ და ისინი განადგურდნენ.” - წერს თამარა ჩერგოლეიშვილი.. 498 შეფასება არ არის
|