x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138956
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ

image image
სოკო ჭერსა და კედლებზე არა მხოლოდ მოუვლელ შენობებში ჩნდება, არამედ ისეთ სახლებში, სადაც მეპატრონეები გულმოდგინედ ზრუნავენ სისუფთავის შენარჩუნებაზე. ობი სწრაფად ვრცელდება ოთახის კუთხეებში. მისი სპორები ავეჯზე ჯდება და მტვერთან ერთად ჰაერში ტრიალებს. ამ მიკრონაწილაკების შესუნთქვა იწვევს ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის და მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარებას ოჯახის წევრებში.


ობის სოკო კედლებზე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, იწვევს ხშირ გაციებას, ასთმის განვითარებას, ალერგიას. რჩება რა კედლებზე, ნელ-ნელა ანადგურებს მას შიგნიდან, იწვევს ხის კონსტრუქციების ლპობას. ამიტომ ოსტატი-მშენებლები თანამედროვე მეთოდებით გვირჩევენ პრობლემასთან გამკლავებას, როგორიცაა სპეციალური პრეპარატების გამოყენება.

imageimage

სოკოს გაჩენის მიზეზები


იმისთვის რომ კედლებიდან სოკო მოაშოროთ, მისი გაჩენის ზუსტი მიზეზები უნდა დაადგინოთ. უმეტეს შემთხვევაში მის პროვოცირებას ახდენს:


  • მაღალი ტენიანობა ოთახში (არა ნაკლებ 60 – 70 %).
  • თხელი კედლები, რომლის დათბობაც არ ხდება და იყინება ზამთრის პერიოდში.
  • სიცივე შენობაში, გათბობის სისტემის არ არსებობა.
  • კედლებისა და საძირკველის უხარისხო ჰიდროიზოლაცია.
  • ცუდი ვენტილაცია ოთახში.

ბოლო დროს სოკოს გაჩენის მიზეზებს დაემატა მეტალო-პლასტიკის ფანჯრების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინაში. მონტაჟის წესების დარღვევა ან დაბალი ხარისხის მასალის გამოყენება, აუარესებს ჰაერის ცირკულაციას, ტენის აორთქლება კი არ ხდება.


image


ობის მოშორების მარტივი გზები


კედლებზე შავი წერტილების ან სოკოს გაჩენის შემთხვევაში, პანიკაში ნუ ჩავარდებით: საწყის სტადიაზე მისი გამრავლების შეჩერება შესაძლებელია მარტივი მეთოდებისა და ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით. ყველაზე ეფექტური რჩევები:



  • წყალში გაურიეთ ანტისეპტიკური ან სარეცხი საშუალება და გულმოდგინეთ გაასუფთავეთ სოკოსა და ობისგან ჭერი და კედლები.
  • შემდეგ წაუსვით სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატები, რომელიც შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების მაღაზიაში შეიძინოთ. მუშაობისას ხელები ხელთათმანებით დაიცავით და გაიკეთეთ ნიღაბი.
  • გადაყარეთ ყველა ნივთი და ჩვარი, რომელსაც სოკო აქვს მოდებული. ეს შეაჩერებს პათოგენის გავრცელებას, ხელს შეუწყობს სოკოს მოშორებას.
  • შეამოწმეთ სავენტილაციო სისტემის მდგომარეობა, გაასუფთავეთ მტვრისგან და ჭუჭყისგან. შეგიძლიათ გამოიძახოთ სპეციალური სამსახური, რომელიც სამუშაოს პროფესიულ დონეზე შეასრულებს, აღმოფხვრის ხარვეზებს.
  • იზრუნეთ კედლების დათბობაზე, შენობაში ჰაერის ცირკულაციის აღდგენაზე.

სოკოსთან ბრძოლის დროს უნდა შეამციროთ ტენიანობა ოთახებში. თუ ვენტილაციის პირობებში ის 60% აჭარბებს, შეიძინეთ სპეციალური ხელსაწყო, ტენის მომცილებელი – თანამედროვე მოდელებს კომპაქტური ზომა აქვს, რომელშიც ჩამონტაჟებულია იონიზატორი ან არომატიზატორი, ტაიმერი და სხვა სასარგებლო ფუნქციები გააჩნია.


image


როგორ მოვაშოროთ სოკო სახლის საშუალებებით


მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ანტისეპტიკები, რომელიც დამზადებულია ქიმიური ნაერთების, მჟავების ან ტუტეების საფუძველზე. ზოგიერთი მათგანი გამოირჩევა აგრესიული შემადგენლობით, ამიტომ შეძენისას გაითვალისწინეთ ის, თუ რის დამუშავებას აპირებთ: ავეჯის გასაწმენდად უფრო უსაფრთხო ვარიანტი გამოგადგებათ.


სარეცხის მათეთრებელი. საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალება შეიცავს ქლორს, რომელიც ეფექტურად ანადგურებს ობის სპორებს. უპირატესობა წარმოადგენს მისი დაბალი ფასი, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. მისი გამოყენება შესაძლებელია კერამიკული ფილების, ავეჯის და საღებავით დაფარული კედლების დასამუშავებლად. წასმამდე მათეთრებელი გააზავეთ სუფთა წყლით 1 :10 თანაფარდობით, ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები.


ძმარი. ბავშვის ოთახში მავნე სოკოს ძმრით მოაცილებთ, რომელიც უსაფრთხოა ადამიანის სასუნთქი სისტემისთვის, შემადგენლობა კი ეფექტური ობის პათოგენების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩაასხით ცოტაოდენი ძმარი სპრეის ბოთლში, გაშავებული ადგილზე ოდნავ მიასხურეთ, გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით, შედეგის მისაღებად გაიმეორეთ 1-2 დღის შემდეგ.


წყალბადის ზეჟანგი. კედლებზე სოკოს მოსაშორებლად კარგი საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი, რომელიც ჩვეულებრივ აფთიაქში იყიდება. მაღალი ხარისხის ანტისეპტიკი უსუნოა, არ წარმოქმნის ტოქსიკურ ორთქლს. გამოიყენეთ ის ავეჯზე, პირად ნივთებზე ან შპალერზე შავი ნადების მოსაშორებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ პროდუქტს აქვს უმნიშვნელო მათეთრებელი ეფექტი, ამიტომ მას შეუძლია დატოვოს თეთრი ლაქები მუქ ქსოვილებზე, გააღიავოს კედლები.


ოთახის გაშრობის და ანტისეპტიკის წასმის შემდეგ, შეგიძლიათ კედლების პრაიმირება (დაგრუნტვა). შპალერის გაკვრისას გამოიყენეთ თანამედროვე ადჰეზივები (წებო) სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტის დამატებით, რაც ხელს შეუშლის მისი ახალი კერების წარმოქმნას.


ასევე დაგაინტერესებთ:



ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა


რემონტამდე და რემონის მერე – 55 პრაქტიკული იდეა


თუ არ იცით მისაღები როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ - ყველაზე პოპულარული და ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში


იაფი და პრაქტიკული მასალა ბაღისა და სახლის მოსაწყობად – 55 საოცარი იდეა


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები


პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით


ფანჩატურის მოწყობის 45 საოცარი იდეა

0
764
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0