სხვა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ადამიანების შემზარავი ფოტოები 2023, 24 სექტემბერი, 10:11
ჩვენი ცხოვრება ძალიან მყიფეა და ის ყოველ წუთს შეიძლება რომ დასრულდეს, თუმცა ზუსტად როდის მოხდება ეს არავინ იცის, ეს არც ამ სტატიის გმირებმა იცოდნენ. დღეს, მსურს წარმოგიდგინოთ ის საზარელი ფოტოები, რომლებიც ამ ადამიანების სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.
მე-5 სართულიდან გადმოვარდნა
19 წლის დიანა თავის ორი წლის ნათლულთან ერთად ხუთსართულიანი კორპუსის სახანძრო კიბიდან ხანძრის დროს გადმოვარდა, რომელიც მომხდარის დროს ჩამოინგრა, ქალი მრავლობითი მოტეხილობისგან იმავე ღამეს გარდაიცვალა, გოგონა კი მის სხეულზე დაცემის შედეგად გადარჩა.
14 წლის რეჯინა ქეი უოლტერსის უკანასკნელი ფოტო
ეს მკვლელის მიერ 14 წლის უოლტერსისთვის გადაღებული უკანასკნელი ფოტოა. მანიაკი, რობერტ ბენ როუდსი, რომელმაც ის მის მეგობარ ბიჭთან ერთად გაიტაცა, მის შეყვარებულს მყისიერად გაუსწორდა, გოგონას კი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩააცვა, თმა შეაჭრა და მიტოვებულ ანგარში სიკვდილის წინ უკანასკნელი ფოტო გადაუღო....
ტუკა რაცოს ბოლო ფოტო
ეს 21 წლის ტუკა რაცოს უკანასკნელი კადრია, ფოტო გოგონას სახლის დაბომბვამდე 24 საათით ადრე იქნა გადაღებული.
საბედისწერო სასკოლო ექსკურსია
სკოლის მოსწავლეები ერთობლივ ფოტოს იმ დროს იღებენ, როდესაც მათი მეგობარი მდინარეში იხრჩობა.
კონცერტზე გადაღებული უკანასკნელი ფოტო
ეს ფოტოზე აღბეჭდილი ქალის ბოლო ფოტოა, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტის დროს, რომელსაც ის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა მოულოდნელად შეიარაღებული პირი შეიჭრა და 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორის ეს ქალიც აღმოჩნდა, მან სული მეუღლის მკლავებში დალია.
ბოლო დაშვება
მარკო სიფრედიმ დაშვება ევერესტზე დაიწყო და უგზაუკლოდ გაუჩინარდა, მისი ცხედარი ვერსად იპოვეს.
საბედისწერო ნახტომი
"Burning Man"-ის ფესტივალზე 2017 წელს მამაკაცი შევარდა. გაურკვეველია, რატომ გააკეთა მან ეს, მისი ნეშტის მიხედვით არც ალკოჰოლი და არც რაიმე აკრძალული ნივთიერება არ გამოვლენილა.
17 წლის მთამსვლელი
ეს ფოტო 17 წლის მთამსვლელის 300 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, არანაირი დაზღვევა მას არ ჰქონია.
უკანასკნელი ვარჯიში
მოზარდმა ეს ფოტოები გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო. ის ვარჯიშობდა, როცა კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და თავზე ჩამოენგრა, დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩდა.
საბედისწერო ოპერაცია
ქალს გლიობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციამდე მან ეს პოზიტიური ფოტო გადაიღო, თუმცა აღნიშნული კადრი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, ამ ფოტოთი მისი ცხოვრებაც დასრულდა...
საბედისწერო ჩაყვინთვა
ფოტოზე, ფრიდაივერის, ნიკოლას მევოლის შეცბუნებულ მზერას ხედავთ, რომელმაც 72 მეტრის სიღრმეზე სუნთქვის შეკავების მსოფლიო რეკორდის დამყარება გადაწყვიტა. წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ ის წყლიდან უსაფრთხოდ ამოვიდა, და განაცხადა რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა მოულოდნელად გონება დაკარგა და იმავე დღეს გარდაიცვალა.
|