x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
10 მეცნიერული ფაქტი ქალების შესახებ
image1)ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს ქალებზე ვიდრე მამაკაცებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ერთი წონის არიან. მეცნიერები ამას ქალის სხეულში შედარებით ნაკლები რაოდენობის წყლის არსებობით ხსნიან.

2)დანაშაულებების სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, დანაშაულს უფრო ხშირად გათხოვილი ქალები სჩადიან.

3)უახლესი გამოკვლევებიდან გამომდინარე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მწეველ ქალებს დადაბლებული თვითშეფასება აქვთ. გარდა ამის ქალის ნებისმიერი დამოკიდებულება (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ან სხვა) მეტყველებს იმაზე, რომ ქალი უკმაყოფილოა თავისი თავით.

4)თუ ავსტრიაში ჩატარებულ გამოკითხვას დავუჯერებთ, ქალს რომელსაც ხასხასა ფერადი ტანსაცმელი აცვია თავდაჯერებულობა აკლია.


5)ადამიანები თვლიან, რომ მამაკაცები ემოციურად უფრო მდგრადები არიან, თუმცა სტატისტიკის მიხედვით უიღბლო სიყვარულის გამო თავს ბევრად მეტი მამაკაცი იკლავს, ვიდრე ქალი.

6)ქალის ბედნიერება მისი სილამაზის უკუპროპორციულია. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ძალიან ლამაზი გოგონები 25 წლის შემდეგ უბედურები არიან.

7)სტატისტიკის თანახმად ქორწილიდან ერთი კვირის შემდეგ ქალების 22% უკმაყოფილოა ქორწინებით.

8)ქალების უმრავლესობა ჯვრისწერის დროს იღიმება, მამაკაცების უმეტესობა კი სერიოზულია. მეცნიერები ამას ნერვულ სტრესს უკავშირებენ.

9)ფსიქოლოგები თვლიან, რომ ქალები, რომლებიც სასიყვარულო რომანებს კითხულობენ უფრო აქტიურები არიან სექსუალურ ცხოვრებაში.

10)გასაოცარია, მაგრამ სქესობრივი აქტის შემდეგ მამაკაცს ჰგონია, რომ მისი პარტნიორი ნაკლებად სექსუალურია, ხოლო ქალები პირიქით თვლიან.

P.S ქალბატონებო ნუ მიიღებთ ამას ძალიან სერიოზულად, ეგ ხომ მხოლოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი.

12
110
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
110
  
2012, 7 ოქტომბერი, 22:04
შეიძლება:)))
2012, 7 ოქტომბერი, 22:04
ამ შემთხვევაში ფისუნიას დავეთანხმები... საკუთარ თავში დარწმუნებულმა ადამიანმა იცის, რომ არავისი ზედმეტი ყურადღება არ ესაჭიროება და მისთვის აუცილებელ ყურადღების "პორციას" ისედაც მიიღებს...
2012, 7 ოქტომბერი, 22:02
შეიძლება,მე მაინც მგონია რომ დაბალი თვითშეფასების ადამიანი კომპლეკსების გამო მოერიდება ეგრე ჩაცმას.ისე ალბათ მაინც ინდივიდუალურია
2012, 7 ოქტომბერი, 21:52
ვერ დაგეთანხმები:)))ასეთი ადამიანი ეძებს გზებს ყურადღების მისაქცევად ,ცდილობს რითიმიყურადღება იიციოს და ეს ხშირად არის ექსტრავაგანტულობა გადაჭარბებული
2012, 7 ოქტომბერი, 21:50
ადამიანი დაბალი თვითშეფასების ზუსტად მაშინაა,როცა დარწმუნებულია,რომ ყურადღებას არავინ მიაქცევს,ამიტომ არც ეცდება.რავიცი,ეს ჩემი აზრია მაგრამ რა თქმა უნდა შენი ნათქვამიც არაა აზრს მოკლებული.
2012, 7 ოქტომბერი, 21:47
პირიქით თავდაჯერებულ ქალს არ ჭირდება ფერადი ტრიაპკები და გამომწვევი ჩაცდა ყურადღებისადა თავდაჯერებულობისათვის,ხოლო ამის ნაკლებობის მქონე ქალები ამბიციურები არიან და ამით ფარავენ მის კომპლექსებს.რაც შეეხება მეექვსეც ესეც მართალია-ყველა მის სილამაზეს აფასებს და იყენებს ხოლო მისი პიროვნრბა,ბუნება და ხასიათი ბევრისათვის ან უმნიშვნელოა ან მეორეხარისხოვანი და ეს კი ქალისათვის დიდი სტრესია და ემოციურად ანადგურებს რას დროის შემდეგ უბედურს ხდის
2012, 7 ოქტომბერი, 21:47
რაც შეეხება ლამაზ გოგონებს... მათი უბედურების მიზეზი ისაა, რომ ბიჭები უბრალოდ ვერ ბედავენ მათთან მისვლას... და ალბათ ის ერთადერთიც გაუბედავობის გამო ვერ ახერხებს მის გაბედნიერებას...
2012, 7 ოქტომბერი, 21:46
შეიძლება მართალი ხარ მაგრამ... ასეთი ჩაცმულობით ქალი რომ ყურადღების მიქცევას ცდილობს ფაქტია, ზედმეტი ყურადღების სურვილი კი აქვთ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს...
2012, 7 ოქტომბერი, 21:44
არ ვეთანხმები მეოთხეს,მგონი ეგეთი ჩაცმულობის ქალები,პირიქით,უფრო თავდაჯერებულები არიან და მეექვსეც იმედია სიმართლე არაა,ცოდო არიან ლამაზი გოგონები:))
2012, 7 ოქტომბერი, 21:40
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10