x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სიმართლეა თუ არა, რომ მძიმე ნაბახუსევი სასმელების არევის ბრალია?
image

ბევრი დარწმუნებულია, რომ ქეიფის დროს ღვინის, ლუდის და სხვა სპირტიანი მაგარი სასმელების არევა ძლიერ "პახმელიას" იწვევს.ნამდვილად ასეა?შევისწავლოთ ფაქტები.



ცნობილი ინგლისური ანდაზა:"Either grapes or grain"(ან ყურძნის ან მარცვლეულის), სადაც ხშირად დილით გაღვიძებიული ადამიანი მძიმე "პახმელიას" სასმლის არევას აბრალებს.


კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნაბახუსევის მთავარი სიმპტომი დეჰიდრატაციაა, ორგანიზმში იცვლება ალდისტერონის და კორტიზოლის ჰორმონები.ამასთანავე ხდება ალკოჰოლით ტოქსიკური მოწამვლა, იმუნიტეტის დაქვეითება, რაც იწვევს თავის ტკივილს, პირღებინების და აპათიის შეგრძნებას.



ორი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ნაბახუსევის ინტენსივობაზე სრულიად ნათელია:რაც უფრო მაღალია სპირტიანობის შემცველობა სასმელში და რაც უფრო სწრაფად სვამთ, მით უფრო მძიმეა "პახმელია".თუმცა შეიძლება ერთი და იგივე სასმელის და ერთი და იგივე რაოდენობის მიღების შემდეგ ნაბახუსევი სხვადახვა სიმძიმის იყოს.



ნაბახუსევს იწვევს აგრეთვე ე.წ. კონგენერები, ბიოლოგრად აქტიური ნივთიერებები, ეს კომპონენტები ფერმენტაციის შედეგად ჩნდება, ესენია:აცეტონი, ასეტადეგინი, ეთერზეთები და ყველაზე მთავარი-ტანინი, რომელიც აძლევს უფრო მუქ ფერს სასმელს.მაგალითად ბურბონში 37-ჯერ მეტია კონგენერების შემადგენლობა ვიდრე არაყში.







ე.წ გამჭვირვალე ალკოჰოლური სასმელები, როგორებიცაა თეთრი რომი, არაყი ან ჯინი შესაძლოა უფრო მსუბუქ ნაბახუსევს იწვევდეს, იმიტომ რომ მათში კონგენერების შემადგენლობა ნაკლებია.


მიუხედავად ამისა, არაფრით არ შეიძლება ცალსახად იმის მტკიცება, რომ მძიმე "პახმელია" სასმელების არევის ბრალია.ეს დამოკიდებულია ალკოჰოლში კონგენერების რაოდენობაზე.


თუმცა არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებმაც საერთოდ არ იციან რაა "პახმელია", მნიშვნელობა არ აქვს რა რაოდენობის ან ხარისხის სასმელს მიიღებს.ეს ფენომენი მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს.


რაც შეეხება ნაბახუსევის "წამალს", 2005 წელს ისეთმა პრესტიჟულმა ჟურნალმა, როგორიცაა "British Medical Journal", გამოაქვეყნა "პახმელიიდან" გამოსვლის სხვადასხვა საშუალებები, კიტრის ბალახით(იგივე ბორაგო) თუ არტიშოკით დაწყებული და გლუკოზით და კაქტუსით დამთავრებული.თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტი არ მუშაობს, ნაბახუსევის "წამალი" ფაქტობრივად არ არსებობს.

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0