x
image
intermedia.ge
Mediator image
"პაშა ბანკი საქართველო"-ში ცვლილებაა
image

ნიკოლოზ შურღაიამ 20 სექტემბერს, "პაშა ბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. "პაშა ბანკი საქართველო" ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, განცხადებას ახალი თავმჯდომარის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცებისთანავე გაავრცელებს.


"პაშა ბანკი საქართველო" მიმდინარე საქმიანობას საერთაშორისო სანქციებისა და საქართველოს კანომდებლობის მოთხოვნების შესაბამისად აგრძელებს.

***


"პაშა ბანკი" ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. "პაშა ბანკი" მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.


"პაშა ბანკი" არის "პაშა ჯგუფის" ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.


"პაშა ბანკმა" საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები 518 მილიონ ლარს შეადგენს.


R





0
15
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0