სხვა ნიგერიაში ბრბომ "პენისის გამტაცებელი" სცემა და აიძულა "მოპარული" უკან დაებრუნებინა 2023, 21 სექტემბერი, 19:37 ნიგერიაში მამაკაცს„პენისის მოპარვა“ დააბრალეს, სასტიკად სცემეს და აიძულეს დაებრუნებინა "მოპარული" საქონელი. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Daily Post-ი იტყობინება. შემთხვევა კოგის შტატში, ქალაქ ლოკოჯაში მოხდა, როდესაც მამაკაცი მაღაზიაში შევიდა პურის საყიდლად და გამყიდველს შეეხო. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ შეხების შემდეგ „სხეულში შოკმა დაუარა“, შემდეგ სასქესო ორგანოს შეეხო და აღმოაჩინა, რომ ის გამქრალი იყო. პურის გამყიდველმა მეზობლებს და გამვლელებს უხმო დახმარებისთვის, ბრბო თავს დაესხა "პენისის ქურდს" და სასტიკად სცემეს. ეგზეკუციის შემდეგ თითქოსდა მამაკაცმა აღიარა დანაშაული და მსხვერპლს "მამაკაცური ღირსება" თავის ადგილზე დაუბრუნდა. ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიიღეს. სამართალდამცავები მოქალაქეებს სთხოვენ, აცნობონ მსგავსი ინციდენტების შესახებ და ნუ გამოიყენებენ ლინჩის წესს. აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანაში გავრცელებულია კულტურული სინდრომი კორო, რომელსაც ფსიქიატრები მასობრივ ბოდვით აშლილობას უწოდებენ. ამით დაზარალებული ადამიანები აცხადებენ, რომ მათი სასქესო ორგანოები ზომაში შემცირდა ან გაქრა. არა და სასქესო ორგანოებში არავითარი ფიზიოლოგიური ცვლილებები არ ხდება. აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის ნიგერიაში, არის კოროს სინდრომის ნამდვილი ეპიდემია, როდესაც ადამიანები მასობრივად იწყებენ მტკიცებას, რომ თითქოსდა დაკარგეს სხეულის ინტიმური ნაწილები. ხშირად ბრალს დებენ ეგრეთ წოდებულ "პენისის გამტაცებლებს- ჯადოქრებს, რომლებიც ვითომდა მამაკაცებს ამ გზით აზიანებენ. რწმენა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, ფართოდ არის გავრცელებული. ასეთ მანიპულაციების დროს " ეჭვმიტანილები" საკმაოდ ხშირად ისჯებიან. 553 2-ს მოსწონს
|