x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ
მაცივარი — საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ნივთების ან ნივთიერებების, ჩვეულებრივ საკვების, მედიკამენტების, დაბალ ტემპერატურაზე შენახვის მიზნით. ტიპურ მაცივარში ტემპერატურა 2–8 °C-ია, ხოლო მის ერთ-ერთ განყოფილებაში — საყინულეში 0 °C-ზე დაბალი.



image


მოწყობილობა, რომელიც დაბალ ტემპერატურას უზრუნველყოფდა, პირველად 1750-იან წლებში გაჩნდა. 1854 წელს დამზადდა პირველი დანადგარი, რომელიც აირის დაწნეხვით ახერხებდა ტემპერატურის შემცირებას. სწორედ ამ წლიდან იწყება პირველი კომერციული მაცივრების გამოჩენა ბაზარზე. დროთა განმავლობაში მაცივრების დამზადების ტექნოლოგია დაიხვეწა და 1913 წლიდან ისინი უკვე სახლებში გამოჩნდა, საოჯახო მოხმარებისთვის. 1920-იანი წლებიდან დაიწყეს ფრეონის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მაცივრების პოპულარობას და ხელმისაწვდომი გახადა საშუალო კლასისთვისაც.



მაცივარი დროის ნამდვილ მანქანას არ წარმოადგენს, რომ უსასრულოდ შეინახოს თქვენი საკვები და იხნას გაფუჭებისგან, თუმცა ოთახის ტემპერატურას ნამდვილად ჯობია. ბევრი ადამიანი კი მას დღემდე არასწორად იყენებს და იქ ინახავს საკვებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე უკეთ ინახება.




დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომლებიც ოთახის ტემპერატურაზე უკეთ ინახება და პირიქით, მაცივარში მალე ფუჭდება.




პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ




1. ავოკადო. ის დიდხანს გაძლებს, თუ ოთახის ტემპერატურაზე გააჩერებთ.


2. ბაზილიკი, ოხრახუში, ქინძი. უკეთესია, თუ მათ წყლიან ფინჯნაში ან ლარნაკში ჩააწყობთ, როგორც ყვავილებს.


3. ბულგარული წიწაკა. მაცივარში სიმკვრივეს მალე კარგავს.


4. კიტრი. მაცივარში ისინი უფრო წყლიანი ხდება. თუ მათი შენახვა გსურთ, ჩადეთ მშრალად პლასტმასის კონტეინერში.


5. კონსერვირებული პროდუქტები. კიტრის მარინადი, პომიდვრის მჟავე, ნებისმიერი კონსერვები ქილებით, კარადაში შეინახეთ.


6. ხახვი და ნიორი. მაცივარში ისინი მალე ფუჭდება. შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, თუმცა არა კარტოფილთან ახლოს.

image


7. კარტოფილი. სხვათაშორის, ის მაცივარში ადვილად ფუჭდება. მზის სხივებისგან მოშორებით შეინახეთ და უმჯობესია თუ მუყაოს კოლოფში იქნება მშრალად.


8. ბანანი. დიდხანს რომ გაძლოს, ისინი ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.


9. კენკრა. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, რომ გემო არ დაკარგოს და უფრო დიდხანს გაძლოს.


10. ციტრუსები. ისინი ცალკე კონტეინერით შეინახე მშრალად და თუ ფუჭება დაიწყო რომელიმემ, სასწრაფოდ გააცალკევე საღებისგან.


11. სოუსები. სოიოს და კეტჩუპის სოუსი ოთახის ტემპერტურაზე ინახება.


12. მიწის თხილის კარაქი. ის მაცივრის გარეშე 3 თვე ძლებს.


13. თაფლი. თუ თაფლი ნამდვილია და დანამატების გარეშეა, ოთახის ტემპერატურაზე ინახება და არ ფუჭდება. image


14. ყავა და შოკოლადი. ნამდვილი გემოს შესანარჩუნებლად, ისინი მშრალ და თბილ ადგილას ინახება.


15. ბადრიჯანი. ისინი ისედაც რამდენიმე დღე ძლებენ, მაგრამ უკეთ ოთახის ტემპერატურაზე.



1
172
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
172
  
2023, 12 ნოემბერი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1