სხვა ჰორორ ვიდეო თამაშები, რომლებიც რეალური ისტორიების მიხედვით შეიქმნა 2023, 21 სექტემბერი, 0:02
საშინელებათა ჟანრი ფართო სპექტრის სიტყვაა და სხვადასხვა გვარად ფორმირდება. საშინელებათა ჟანრის ვიდეო თამაშებში, მოთამაშემ უნდა გადალახოს ყოველი საკუთარი შიში იმისთვის რომ მივიდეს ბოლომდე.
ჰორორ ჟანრად ითვლება სულების, მონსტრების, ვამპირებისა და დემონების პერსონაჟებით დატვირთული თამაშები. მაგრამ არსებობს უამრავი ინციდენტი, მოვლენა თუ ადგილი რომელიც, რომლებიც შიშს იწვევს ადამიანებში. ბევრი ბევრი ჰორორ თამაში შეიძლება სრულიად ფიქტიურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი შთაგონებას რეალური მოვლენებიდან და ადგილებიდან იღებს. თუმცა, შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდეთ ამის შესახებ. ზოგჯერ რეალური ცხოვრება ბევრად უფრო უცნაური და მისტიკურია ვიდრე მხატვრული ლიტერატურა, სწორედ ამიტომ არსებობს მოვლენები, რომლებმაც შთააგონეს არაერთი გეიმ დეველოპერი შეექმნათ დიდებული თამაშები რეალური ცხოვრებიდან აღებული ფაქტების ინსპირაციით. ამ ვიდეოში სწორედ იმ ჰორორ თამაშებზე მოგითხრობთ, რომლებსაც საფუძვლად რეალური ფაქტები უდევთ...
სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია, როდესაც ადამიანები იკარგებიან ან იღუპებიან მთებზე ასვლისას, განსაკუთრებით თუ მთა ციცაბოა და მაღალი, როგორც მაგალითად ევერესტი. კაცმა, სახელად რაინჰოლდ მესნერმა, მოახერხა არა მხოლოდ ევერესტზე ასვლა, არამედ ეს დამატებითი ჟანგბადის გარეშე გააკეთა, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა. მესნერი ინსპირაციის წყაროა და უშუალოდ არის მოხსენიებული თამაშშიც. ის არის ერთ-ერთი მთამსვლელი, რომელთან ერთადაც თამაშის მთავარი ანტაგონისტი ავიდა, ბარი ბიშოპთან და ედმუნდ ჰილართან ერთად. ასევე, თამაშში, კაცმა სახელად ერიკმა უნდა შეაჩეროს თავისი ძმა, რომელმაც ბოროტი სულები და არსებები შემოუშვა სამყაროში. ეს სიუჟეტი შთაგონებული იყო იმით, რომ მესნერმა ტრაგიკულად დაკარგა თავისი მთამსვლელი ძმა, გიუნტერი, როდესაც ისინი ერთად ეშვებოდნენ მთიდან.
რაოდენ უცნაურად და სულელურადაც უნდა მოგეჩვენოთ დღესდღეობით ჯადოქრობის ბრალდებით გასამართლება, უწინ ეს სრულიად რეალური იყო. მე-17 საუკუნის სალემის ჯადოქრების სასამართლო პროცესები ყველაზე ცნობილი და მასშტაბურია, მაგრამ იყო სხვებიც, მათ შორის ანდოვერში. მიუხედავად იმისა, რომ Little Hope მოქმედება ხდება გამოგონილ ქალაქში, ის ჯერ კიდევ მასაჩუსეტსის შტატშია, სადაც მოხდა სალემისა და ანდოვერის ჯადოქრების სასამართლო პროცესები.
მიუხედავად იმისა, გითამაშიათ თუ არა ოდესმე რეზიდენტ ევილი, მისტიკურ ქალბატონს, ელიზაბეტ ბათორის შესაძლოა მაინც იცნობდეთ. მას ხომ ჩვენს დროშიც საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. იგი არაერთი ფილმისა თუ მხატვრული ლიტერატურის ინსპირაციის წყაროა. ელიზაბეტ ბათორი დიდგვაროვანი ქალბატონი იყო, რომელიც ცნობილია თავისი სისასტიკით და წამების ახალი მეთოდების გამოგონებით, ახალგაზრდა მსახური გოგონების მიმართ. ლეგენდის თანახმად ის ბანაობდა მათ სისხლში და ახორციელებდა სხვა ვამპირულ ქმედებებსაც, როგორიცაა მაგალითად კბენა. ამბობენ, რომ მას ქმარმა ეკლიანი ხელთათმანიც კი აჩუქა, რომ მსახურთა დასჯა გამარტივებოდა. ელიზაბეტს საკუთარი სამი ქალიშვილიც ეხმარებოდა სასტიკ ქმედებებში. საბოლოოდ, ისინი სიკვდილით დასაჯეს. ამერიქან ჰორორ სთორის ერთ ერთ ეპიზოდშიც ვხვდებით მისი ინსპირაციით შექმნილ პერსონაჟს. რეზიდენტ ევილის პერსონაჟის სახელია ლედი დიმიტრესკუ, ვამპირული მიდრეკილებებით, რომელსაც აქვს ბატორის მსგავსი ეკლიანი ხელთათმანი მსგავსივე მიზნებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცით 80იანი წლების ჩერნობილის კატასტროფის შესახებ, სამარცხვინო ინციდენტი, რომელმაც ქალაქი სამუდამოდ მოკლა. მთავარი ზონა, რომელშიც თამაშობთ, არის ჩერნობილის რეალური კატასტროფის ზონის 3D-სკანირებული გარემო. თქვენ თამაშობთ როგორც ფიზიკოსი, რომელიც კატასტროფამდე მუშაობდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში. თამაში არის სურვაივალ როლ ფლეი გეიმი, სადაც თქვენ უნდა შეაგროვოთ რესურსები და ააწყოთ ბაზები, ებრძვით მტრებს, როგორც ზებუნებრივ, ასევე ადამიანურს, და თავად გარემოსაც. ეს თამაში ალბათ ყველაზე მარტივი მეთოდია კატასტროფის შედეგების შესასწავლად, ადგილზე ფეხის დაუდგმელად.
ვოლტერას ფსიქიატრიული კლინიკა, იგივე ვოლტერას თავშესაფრად ცნობილი, რეალური ადგილია იტალიაში. ის ცნობილი იყო პერსონალის მიერ პაციენტების საშინელი არასათანადო მოპყრობით და მისი გახსნიდან 90 წლის შემდეგ დაიხურა. The Town of Light არის ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც იყენებს ვოლტერას ფსიქიატრიულ ჰოსპიტალს, როგორც გარემოს. თამაშში თქვენ გარემოს უყურებთ და აღიქვამთ თინეიჯერი გოგოს თვალით, თამაშის სიუჟეტი დამოკიდებულია თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ის შეიძლება შეიცვალოს თქვენი არჩევანის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ვოლტერას ფსიქიატრიული საავადმყოფო ამ თამაშში არის გამოგონილი ვერსია და არა ზუსტი ანალოგი, თამაშის სცენები შეიძლება ზედმეტად ახლოს იყოს იმასთან, რაც რეალურმა პაციენტებმა განიცადეს და რასაც გაუძლეს ადგილის დახურვამდე.
საილენთ ჰილი ცნობილია თავისი შესანიშნავი ავისმომასწავებელი ატმოსფეროთი, რაც ქმნის დაძაბულობას. ამ თამაშის გარემოს შექმნისას გეიმ დეველოპერები გაგიკვირდებათ და რეალური ადგილით იყვნენ შთაგონებულნი. ცენტრალია, პენსილვანია, ადრე ჩვეულებრივი სამთო ქალაქი იყო, მაგრამ მალევე მიატოვეს ქვანახშირის მაღაროში ხანძრის გაჩენის შემდეგ. ის მოჩვენებების ქალაქად გარდაიქმნა. ცენტრალიაში ხანძარი სავარაუდოდ დღესაც გრძელდება.
ალბათ, ბევრ თქვენგანს გსმენიათ დიატლოვის უღელტეხილის ინციდენტის შესახებ, სადაც ცხრა სტუდენტი, რუსეთში ურალის მთებზე გაემგზავრა. ისინი თითქოს გაუჩინარდნენ, სანამ რამდენიმე თვის შემდეგ უცნაურ გარემოებებში გარდაცვლილი არ აღმოაჩინეს. ხოლატი არის სურვაივალ ჰორორ გეიმი, სადაც მოლაშქრეთა ნაბიჯების გავლა გიწევთ. ხოლატში, ჩრდილოვანი მონსტრები ჩნდებიან, როდესაც თქვენ აგროვებთ მინიშნებებს. ისინი არ განებებენ თავისუფლად შეისწავლოთ მომხდარი ინციდენტი და გიშლიან ხელს. საერთო ჯამში თამაში საკმაოდ საინტერესოდ ასახავს დიატლოვის უღელტეხილის მოვლენებს. პ.ს. სხვათა შორის ამ თემატიკაზე გადაღებული ფილმი ვნახე მგონი შარშან, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ ჰორორ და მისტიკური ჟანრის ფილმების და წიგნების. და ასე ვთქვათ ვერაფრით გამაოცებთ ანუ იმის თქმა მსურს, რომ უმეტესობა რაც ბოლო პერიოდში მინახავს არის მარტივად ამოსაცნობი ფინალის. დასაწყისშივე რომ იცი როგორ დამთავრდება, რაც ცოტა მოსაწყენია. აი ამ ფილმმა კი ძალიან გამაოცა თავისი მოულოდნელი ფინალით. ვისაც ეს ჟანრი მოგწონთ და არ გიყვართ უწიპუწი ჰოლივუდური „ორუჯრედიანი“ ფილმები ყველას გირჩევთ უყუროთ დიდი რეკომენდაცია ჩემგან. მერე აზრით გამიზიარეთ... ლინკს დავტოვებ აღწერაში.
პროექტი MKUltra იყო CIA-ს მიერ ჩატარებული პროექტი, რომელშიც გამოსცადეს ნარკოტიკები და ადამიანების ტვინის გამორეცხვისა და გონების კონტროლისთვის საჭირო პროცედურები. ის ფაქტი, რომ ეს იყო რეალური მოვლენა ისტორიაში, საკმაოდ შემაშფოთებელია, Outlast შთაგონებას სწორედ ამ მოვლენებიდან იღებს და კიდევ უფრო ამძაფრებს მათ. თამაშის მიმდინარეობისას თქვენ ხართ გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც თავშესაფრის საქმეებს იკვლევს. ამ პროცესში თქვენ გხვდებათ უკვე გონება არეული პაციენტები, რომლებიც თქვენს მოკვლას ცდილობენ.
ფრედისთან ხუთი ღამე აშკარად ბევრ რამეში მოგაგონებთ ჩაკ ი ჩიზს და ეს ნამდვილად არ არის დამთხვევა. ამ თამაშის შთაგონების წყარო არის ნამდვილი მკვლელობის შემთხვევა, რომელიც მოხდა 1993 წელს ავრორაში, კოლორადოში. ღამის დახურვის შემდეგ, Chuck E. Cheese-ის ოთხი თანამშრომელი ტრაგიკულად დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა დასუფთავების დროს, როდესაც ყოფილმა თანამშრომელმა მათ ესროლა. თამაშში თქვენ დაცვის თანამშრომელი ხართ. რომლის საზრუნავიცაა რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, მაგრამ როდესაც ამ ადგილის საკულტო ანიმატრონიკა ცოცხლდება, თქვენი მთავარი საზრუნავი საკუთარი თავია.
არტისტებს მხოლოდ გარე ფაქტორებ არ შთააგონებს ისტორიისა თუ სურათის შექმნას. Neverending Nightmares, ფსიქოლოგიური საშინელებათა თამაშია, რომელიც შთაგონებულია წამყვანი დიზაინერის ფსიქიკურ დაავადებასთან ბრძოლით, და ეს არაა საიდუმლო აღნიშნულიც კია თამაშის Kickstarter-ის გვერდზე. მეტ გილგენბახი სრულიად გამჭვირვალეა იმის შესახებ, რომ მისი ბრძოლა ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან და დეპრესიასთან თამაშის შექმნის შთაგონების წყაროა. 31 1-ს მოსწონს
|