x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს არის რიგითი საქართველოს მოქალაქის ოჯახი ფოტო"-მანანა მანჯგალაძე
imageჟურნალისტი და მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მანანა მანჯგალაძე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და წერს:


"ეს არის რიგითი საქართველოს მოქალაქის ოჯახი ფოტო. და ეს იქნება ჩემი პროფილის სურათი სანამ რაღაც არ ამოძრავდება ფარცხალაძეს გადაფარებულ ქვეყანაში"-წერს მანანა მანჯგალაძე.


შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.



აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა მორიგი სანქციები.

სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და მიმართულია რუსეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს მოქალაქეებისა თუ კომპანიების მისამართით, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და დასავლურ ტექნოლოგიებს რუსეთში ყიდიან და ამით ხელს უწყობენ ომს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.


კერძოდ, ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“.


ამან მძაფრი პროტესტი გამოიწვია როგორც ოპოზიციურ ძალებში, ასევე თავად ეროვნულ ბანკშიც, დღის პირველ ნახევარში ეროვნული ბანკის ზედიზედ ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა დაკავებული თანამდებობა. მოგვიანებით კი თანამდებობა დატოვა სებ-ის მესამე ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ და პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.


ოპოზიციური ძალები მოითხოვენ გადადგეს ნათია თურნავა, პარტია ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძის თქმით "სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მიღებული ბრძანება და თურნავა უნდა გადადგეს! რაც უფრო გაიწელება ეს დროში, მით უფრო მეტი საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას. ეს არის ერთადერთი სწრაფად მისაღები გადაწყევტილება, სხვა შემთხვევაში ეკონომიკას და მეანაბრეებს შეექმნებათ პრობლემები"



ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სებ-ის ქმედებების უკან ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დგას. ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო სანქციების უგულებელყოფა და ასევე ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის დიდ რისკებს შეიცავს.

1
217
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
217
  
2023, 20 სექტემბერი, 22:47
ახლა არიან ხო ცხვრები,მაშინ როცა მიშას ეტენებოდნენ,არ იყვნენ ხო? ამ ხალხის ფულით გაიხადე კალოშები და შემოუჯექი მიშიკოს მუხლებზე. ცხვრები არიან ნამდვილად ქართველები,უმეტესობა მაინც,თუმცა ფარცხალაძის გამო არა,ამნაირ ბოზანდარებს და პარაზიტებს რო მხრებზე თავები აქვთ იმიტო
0 1 1