x
image
თუთიკო ბერძენა
გორდონ პარქსი - ადამიანო, რატომ ირჩევ გამძვალტყავებელსა და მჩაგვრელს?
დახედეთ საოცარ ფოტოს: ეს არის თოჯინის ტესტი, (ნიუ-იუორკი, 1947), რომელიც ცნობილმა შავკანიანმა ფოტოგრაფმა გორდონ პარკსმა გადაიღო.

თოჯინას ტესტი



უდავოდ, ადამიანები, როცა საქმე არჩევანზე მიდგება, ირჩევენ პრივილეგირებულებს. არ აქვს მნიშვნელობა, რიოთ არიან პრიოვილეგირებული - კანის ფერით, სიმდიდრით, პირობებით, გვარით, ოჯახით. და მეტწილად ისე გამოდის, რომ მჩაგვრელებს ირჩევენ, ცხოვრების ჯოჯოხეთად მქცევებს ირჩევენ, მწვალებლებს და არა გვერდით მდგომებს, რეალურად დახმარების გამწევებს, ცხოვრების გამაუმჯობესებლებს, მათნაირ ჩაგრულებს, მათნაირ ღარიბებს.
ეს ფოტო დათა თუთაშხის ემ ეპიზოდთან ასოცირდება, რომელიც არქიფო სეთურის ეზოში ხდება.

image

"ახლა უკვე დავიღუპეთ ფესვიანად და ცოლშვილიანად!"- აპროტესტებენ არქიფოსა და კაკოია თაბაგარის გადაწყვეტილებას, მაგრამ მეორე წუთში დათას წამოესევიან, რას ჰქვია და ჩვენი თვალში გამოხედვა, გამოფხიზლება და წუმპიდან ამოყვანა სცადა, და მარჩენალს მამაძაღლი და თაბაგარს მოსასპობი უწოდაო.

ბრბოს მოწონს და სიამოვნებს აბუჩად აგდება, მოწონს, როცა აშიმშილებენ და ელემენტარულ პირობებს ართმევენ. მოწონთ გაბღენძილი მდიდარი არქიფო სეთურები. ბრბოს აქვს სტოკჰოლმის სინდრომი. ბრბოს სჭირს მაზოხიზმი. სამკურნალოა ასეთი ბრბო, მაგრამ ვინ უმკურნალებს? ისინი, ვისაც აწყობს, რომ ასეთებად დარჩნენ? პირიქით - თანდათან კნინდება და კნინდება განათლების სისტემა, რა საჭიროა აზროვნება პოლიქრონიონის სიმღერისას? აზროვნება ხომ საშიშია არქიფოსთვის?

დიახ. ფერადკანიანმა ბიჭუნამ აირჩია იმ რასის თოჯინა, რომელიც მის ჩაგვრას ცდილობდა.




0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0