x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135677
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
შუა საუკუნეების დროინდელი 15+ ბინძური ფაქტი, რომელიც ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ

image


შუა საუკუნეები - ისტორიაში ერთ - ერთი ბნელი პერიოდია, როდესაც თავს დაცულად ვერავინ გრძნობდა. რელიგიურ ნიადაგზე სასტიკმა შეტაკებებმა, ავადმყოფობამ და უკიდურესმა შეუწყნარებლობამ განსხვავებული აზრის მიმართ განაპირობა ის, რომ უმნიშვნელო სამართალდარღვევისთვისაც კი ადამიანი შეიძლებოდა სასტიკად დასჯილიყო. ქვემოთ მოყვანილი ფაქტები უფრო ახლოს გაგაცნობთ შუა საუკუნეების მჩაგვრელ ატმოსფეროს ევროპასა და მსოფლიოში.





ლოქორას წვნიანი


image


ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მუსლიმები ხშირად იცავდნენ თავს დამპყრობლებისგან ხარისძირასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის - ტილჭირის შხამით, რომლითაც შეწირულობას ამუშავებდნენ და მტერს "უმასპინძლდებოდნენ". იტალიელმა ექიმმა და გამომგონებელმა გვიდო და ვიჯევანომ შენიშნა, რომ ლოქორები სიამოვნებით შეექცეოდნენ ტილჭირს და ჯვაროსნებისთვის ერთგვარი შხამის გამანეიტრალებელი საშუალება გამოიგონა. ეს გახლდათ ჩვეულებრივი ლოქორას წვნიანი, რომელიც როგორც ანტიდოტი ისე მოქმედებდა, და უნდა აღინიშნოს, საკმაოდ ეფექტურადაც.






"იუდას აკვანი"


image


შუა საუკუნეები და სასტიკი განკითხვა - ცალსახა სინონიმებია. შურისძიების ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ სასტიკი მეთოდი გახლდათ ადამიანის წვეტზე დაჯდომა (ე.წ. იუდას აკვანი), რომელიც სხეულში აღწევდა და მას წარმოუდგენელ ტანჯვას ანიჭებდა. ეფექტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად კი ადამიანს ფეხებზე სიმძიმეებსაც კიდებდნენ, კიდევ ერთი მსგავსი წამების მიწყობილობა ე.წ. "ესპანური ვირი" გახლდათ, რომელსაც უძველეს დროში როგორც, ქალების, ასევე მამაკაცების საწამებლადაც იყენებდნენ.







ფრანჩესკა ბუსა დე ლეონი


image


შუა საუკუნეებში ღვთისმოშიშობას საზღვარი არ ჰქონდა. ასევე საკმაოდ მწვავედ იდგა წუთიერი ნეტარებისთვის მამაკაცსა და ქალს შორის სიახლოვის საკითხიც, ამგვარად, ფრანჩესკა ბუსა დე ლეონიმ (მოგვიანებით კათოლიკე წმინდანი, ფრანჩესკა რომანა), რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათხოვეს, საშვილოსნო ცხელი ქონით დაიწვა, რათა ინტიმური ურთიერთობისგან სიამოვნება არ მიეღო.




მძინარე ჰენრი


image


ინგლისის მეფე ჰენრი VI ლანკასტერი ერთხელ ძლიერი შიშის შედეგად, კატატონურ მდგომარეობაში (მაშინ მას "ძილის დაავადებას" უწოდებდნენ) ჩავარდა. მონარქმა გათიშული მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ შეძლო, რის შემდეგაც ის ჭკუასუსტი და ბავშვური გახდა და გარშემომყოფებსაც კარგად ვეღარ ცნობდა. ჰენრი VI კატატონიაში სიცოცხლის ბოლომდე პერიოდულად ვარდებოდა.






სისხლდენა ცნობარის მიხედვით


image


შუა საუკუნეების ევროპაში სისხლის გამოშვება მთელი რიგი დაავადებებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი იყო, მეტიც, "ცუდი სისხლის გამოშვება" სპეციალური ცხრილის მიხედვით ხდებოდა, სადაც მითითებული იყო ჭრილობების მისაყენებლად რომელი დღეები და საათები იყო მართებული, ცნობარში მთვარის ფაზისა და ვარსკვლავების პოზიციიდან გამომდინარე ასევე მითითებული იყო კონკრეტულად სხეულის თუ რომელი ადგილებიდან იყო უკეთესი ზემოაღნიშნული პროცედურის ჩატარება.






ხელების დაწყობა


image


ერთ-ერთი დაავადება, რომლისაც შუა საუკუნეებში განსაკუთრებით ეშინოდათ იყო ე.წ. სამეფო ბოროტება, ამ დროს მთელი კისერი შავი ლაქებით იფარებოდა, რომლებიც შემდგომ ჩირქით სავსე ბუშტუკებად იქცეოდა. ითვლებოდა, რომ ინფექციისგან განკურნება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრის შეხებით ხდებოდა. მხოლოდ ანრი IV დე ბურბონი "დიდი" 1500-ზე მეტ დაავადებულს შეეხო, თუმცა უცნობია, როგორი იყო ასეთი შეხების ეფექტურობა.

მოუსავლიანი წლები


image


ჭირი ერთადერთი უბედურება არ იყო, რომელმაც ევროპის მოსახლეობა გაანადგურა. 1315-დან 1317 წლამდე მოსულმა უჩვეულოდ დიდმა ნალექმა მოსავალი თითქმის ყველგან გაანადგურა, რამაც დამანგრეველი შიმშილობა გამოიწვია. ევროპა დამუშავებული მიწების დატბორვის შედეგად გამოწვეული შედეგებით 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა, სწორედ ამ წლებში დაკარგა ევროპამ თავისი მოსახლეობის 10%-დან 15%-მდე.






საშიში პროფესია - მეფე


image


თუ ფიქრობთ, რომ შუა საუკუნეების ევროპაში მეფეები უდარდელად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ცდებით! ედუარდ II და რიჩარდ II დაამხეს, ანრი II-მ ტახტი საკუთარი შვილების აჯანყების შედეგად დაკარგა, ჯონ უმიწაწყლო დიზენტერიით გარდაიცვალა, რიჩარდ III და ჰაროლდ გოდვინსონი ბრძოლაში დაეცნენ, რიჩარდ I ლომგულს კი არბალეტიდან მისმა პირადმა მზარეულმა ესროლა.





ყველაფერი სასაფლაოზე!



image



შუა საუკუნეებში სასაფლაოები სიმშვიდისა და განმარტოების ადგილი არ იყო - იქ იმართებოდა შეხვედრები, ეწყობოდა ბაზრობები, ტარდებოდა არჩევნები და იდგმებოდა თეატრალური წარმოდგენებიც კი. სასაფლაოს ეკლესიის ეზოში მდებარე მაღაზიები გადასახადებისგან გათავისუფლებული იყო. საჯარო დაკრძალვები არც მეძავებისთვის იყო უცხო, რომლებიც მსურველებს მომსახურებას პირდაპირ საფლავის ქვებზე სთავაზობდნენ.





აღმდგარი მიცვალებულები


image


მისტიკური მოვლენები შუა საუკუნეებში უჩვეულო არ იყო - ყოველ შემთხვევაში, იმქვეყნიური ძალების შესახებ ყველა კუთხეში საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, მკვდრეთით აღდგომილთა შესახებ ჭორებიც აქტიურად ვრცელდებოდა. ასე მაგალითად, მწერალმა უილიამ ნიუბურგელმა მე-12 საუკუნეში დაწერა ნამდვილი ვამპირების შესახებ "დოკუმენტური" ისტორიების სერია, სადაც მელროუზის სააბატოს შოტლანდიელი ბერები აცხადებდნენ რომ მათ მონასტერს გარდაცვლილი მღვდელი ეწვია, რომელიც "ტიროდა და წუხდა". ჩვენს დროს დამეთანხმეთ, რომ ასეთი ცნობები გაცილებით ნაკლებია.






გარდამავალი სამარხები


image


"ტრადიციული" საძვალეებისა და სამარხების შესახებ ყველასთვის ცნობილია, თუმცა შუა საუკუნეებში არსებობდა ე.წ. გარდამავალი (შუალედური) სამარხები, რომლებსაც სკულპტურებით ამშვენებდნენ, მათზე როგორც წესი, გამოსახული იყო ხრწნის გვიან ეტაპებზე მყოფი გვამის მდგომარეობა, ზოგჯერ სამარხებზე გველების ან მტაცებლების მიერ იყო შეჭმული მიცვალებულის ცხედარი იყო აღბეჭდილი, რაც არც თუ სასიამოვნო სანახავი იყო.





მოუსვენარი პაპი


image


897 წელს რომის პაპმა სტეფანე VI-მ ბრძანა, სასამართლო პროცესისთვის მისი წინამორბედი პაპის ფორმოზუსის ცხედრის ამოთხრა. მისი მოტივები ბოლომდე ნათელი არ იყო, რადგან ფორმოზუსი ეკლესიიდან უკვე განკვეთილი იყო. მომავალმა პაპმა სტეფანე VI-მ ამოთხარა ფორმოზუსის ცხედარი, ტახტზე დასვა, შემოსა და ისე გაასამართლა, მოაწყო რა ე.წ. გარდაცვლილის საეკლესიო კრება. მან პაპის გვამს მოაჭრა ის თითები, რომლებითაც ის პირჯვარს იწერდა და ტიბრში გადაუძახა. უცნობია, ეძინა თუ არა პაპს ამის შემდეგ მშვიდად.






კრუენტაცია


image


შუა საუკუნეებში (გერმანიაში ეს პრაქტიკა მე-19 საუკუნემდე გაგრძელდა) დანაშაულში ეჭვმიტანილთა მტკიცებულებების ძიების მეთოდს "კრუენტაცია" ეწოდებოდა. ითვლებოდა, რომ გარდაცვლილში - სიკვდილის შემდეგაც კი - სიცოცხლის ნაპერწკალი ჯერ კიდევ იყო და მსხვერპლს თავისი სისხლდენით შეეძლო შეეტყობინებინა თავისი მკვლელის ვინაობა. ეჭვმიტანილს კადავერის სხეულზე "ათავსებდნენ" და თუ გვამს სისხლდენა ეწყებოდა, ეს დანაშაულის უდავო მტკიცებულებად ითვლებოდა.




შავი კატები


image


შავ კატებთან დაკავშირებულმა ცრურწმენამ თავის პიკს 1232 წელს მიაღია, როდესაც პაპმა გრიგოლი XI-მ ბნელი ჯადოქრობის რიტუალების შესახებ ტრაქტატი გამოსცა. ის წერდა, რომ ჯადოქრები ყველანაირად აღმერთებდნენ შავ კატებს და მათ "უკანა ნაწილზეც" კი კოცნიდნენ. ამ მოხსენებამ კატების მასობრივი განადგურება და, შედეგად, თაგვებისა და ვირთხების უკონტროლო გამრავლება გამოიწვია, ხოლო რაც შემდეგ მოხდა - თქვენც იცით.





ჭრილობების ლოკვა


image


ითვლებოდა, რომ შუა საუკუნეების წმინდანებს ღვთაებრივი ძალა ჰქონდათ, რომელთაც ნებისმიერი ჭრილობის ან სენის განკურნება შეეძლოთ. ღვთისმოსავი მართალნი ყველანაირად ეხმარებოდნენ ავადმყოფებს, მათ შორის... ჭრილობების ლოკვაშიც. ამრიგად, წმინდა მარია მადალენა დე პაცი ღარიბების ჭრილობებზე არსებულ წყლულებში ჩასახლებულ პარაზიტებსა და ლარვებს წოვდა, ხოლო წმინდა ანჯელა და ფოლინიო, ღვთისადმი ერთგულებას იმით გამოხატავდა, რომ კეთროვანთა ფეხების დაბანის შემდეგ მათ განაბან წყალს სვამდა, და უნდა ითქვას, რომ ღმერთი მათზე ნამდვილად ზრუნავდა, ვინაიდან მათ საკმაოდ დიდხანს იცოცხლეს (იმ მძიმე დროისთვის).






ეგზორციზმი და თავის ქალის ბურღვა


image


შუა საუკუნეები - ანგელოზებისა და დემონების ეპოქა იყო. ითვლებოდა, რომ ე.წ. "ბნელ საუკუნეებში" ბევრი ფსიქიკური აშლილობა სწორედ მორალის დაცემით, ცოდვაში ჩავარდნითა და ადამიანის სხეულსა და გონებაში დემონური ძალების შეღწევით იყო გამოწვეული. შეპყრობილებს გაროზგვითა და ეგზორციზმით კურნავდნენ, ხშირად მიმართავდნენ ასევე თავის ქალის ბურღვასაც - რათა დემონებს ფსიქიკურად დაავადებული გონების დატოვება შეძლებოდათ.









0
423
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
423