x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ კარგავენ მამაკაცები ქალის მიმართ ინტერესს?
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.



image



საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.



მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია, მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი.





ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გავივლით იმ საკითხებს, თუ რა დროს აღარ უყვარხართ მამაკაცს და ის ამას როგორ გამოხატავს თქვენს მიმართ.




image




რატომ კარგავენ მამაკაცები ქალის მიმართ ინტერესს?




❀ ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე ხართ. ეს არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. თქვენ გსურთ გრძელვადიანი სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ ის ამისთვის მზად არ არის. მისთვის ნორმალურია ის, რაც სურს. უბრალოდ იყავით გულწრფელი თქვენი განზრახვების შესახებ თავიდანვე, რათა მოგვიანებით არ გაუცრუოთ ერთმანეთს მოლოდინები.



❀ ის უბრალოდ ვეღარ გრძნობს თქვენს შორის ნაპერწკალს. ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან კარგი კომუნიკაცია, როდესაც ერთმანეთი მოსწონთ, მაგრამ როცა რაიმე განსაკუთრებულ მიზიდულობას არ გრძნობთ ადამიანის მიმართ, ჯობია არ აიძულოთ თავი და არ გახდეთ ცალმხრივი გრძნობის მსხვერპლი. ეს არავის ბრალი არ არის, თქვენ უბრალოდ არ ხართ ერთმანეთისთვის შექმნილი. არ შეგვიძლიათ ვაიძულოთ სხვა ადამიანი შეგვიყვაროს.



❀ მას სხვა ჰყავს. ამ შემთხვევაში, საუბარი ღალატზე არ გვაქვს. უბრალოდ, შესაძლოა მასთან დაბრუნდა ყოფილი, ან თქვენს შემდეგ გაიცნო სხვა, რომლის მიმართაც გაუჩნდა გრძნობები. ამ სიტუაციაში უნდა იყოთ "კარგი გოგო" და აცადოთ გაერკვეს გრძნობებში.



❀ თქვენ გააკეთეთ ან მოიმოქმედეთ ისეთი რამ, რამაც შეურაცხყო ან გაღიზიანა ის. ზოგჯერ გოგონები ისე იქცევიან, თითქოს ურთიერთობაში ყველაფრის უფლება აქვთ. თუ კაცმა ერთხელ თქვა, რომ უყვარხარ, ეს არ გაძლევს უფლებას გათელო. თუ რაიმე შეურაცხმყოფელი გააკეთე, უნდა გქონდეს იმის გააზრების უნარი, რომ პატიება სთხოვო.



❀ ზედმეტად ხელმისაწვდომი ხარ. ეს ეხება ყველაფერს- დაწყებული სექსიდან პირველ პაემანზე, დამთავრებული მესამე პაემანზე დაქორწინებამდე. თუ თქვენ არ გაქვთ საკუთარი სრული ცხოვრება მასთან ურთიერთობის მიღმა, მაშინ მამაკაცი ძალიან სწრაფად გაიქცევა თქვენგან.



❀ ზედმეტად ინტრუზიული ხარ. დიახ, კაცს სურს იგრძნოს და იცოდეს, რომ საჭიროა, მაგრამ არა ისე, რომ მას ყოველ საათში და წვრილმანებზე დაურეკოთ.



image



P.S. სამწუხაროდ, დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ მამაკაცებს ხშირად ურჩევნიათ უბრალოდ იგნორირება გაუკეთონ თქვენს ზარებს და SMS-ებს, ვიდრე გულწრფელად ახსნან რეალური მიზეზები. მაგრამ ამავე დროს, უნდა გახსოვდეთ, რომ მიზეზი შეიძლება ყოველთვის არ იყოთ თქვენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამან არასდროს არ უნდა იმოქმედოს თქვენს თვითშეფასებაზე.




1
255
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
255
  
2023, 28 სექტემბერი, 22:41
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1