x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეძავმა მაღალი ზნეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მამაოსთან არ დაწვა
image

ტაილანდში სექსუალურად გარყვნილ ბერს მოუნდა მეძავთან დროის გატარება მაგრამ სექს-მუშაკმა უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე და აქეთ წაუკითხა ლექცია მორალზე და შეარცხვინა მამაო. ამის შესახებ გამოცემა Thaiger იუწყება.


ვიდეო, რომელიც თავად სექსმუშაკმა გადაიღო, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ღამით მასთან მივიდა ბუდისტი ბერი და უთხრა, რომ სექსი სურდა და მზად იყო თანხა გადაეხადა. თუმცა მონასტრის მსახური შეხვდა მაღალზნეობრივ ქალს, რომელმაც მის მომახურეობაზე უარი თქვა და სთხოვა წასულიყო. „გთხოვ დაბრუნდი ტაძარში. ბერს არ ვემსახურები“, - თქვა მან.

image


საპასუხოდ კაცმა განაცხადა, რომ უკვე ღამის 12 საათი იყო, სამსახური დაასრულა და ახლა თითქოსდა ჩვეულებრივი კაცია.


”მე მხოლოდ სამონასტრო სამოსი მაცვია. წარმოიდგინეთ, ეს არის კოსპლეის კოსტუმი. და იჩქარეთ, რადგან დილის ხუთ საათზე შესაწირავი უნდა შევაგროვო" - განუმარტა მამაომ.


მეძავმა უპასუხა, რომ მასთან მისვლამდე უნდა ეთქვა უარი სანზე(სანი-სასულიერო პირთათვის დადგენილი წოდება). ბერმა კვლავ დაიწყო იმის მტკიცება, რომ მას ფული ჰქონდა და სექსი ისევე სჭირდებოდა, როგორც ნებისმიერ სხვა მამაკაცს.


ბოლოს ქალმა მისი გაძევება მოახერხა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ სოციალურ ქსელებში გადაღებულ ფოტოებზე ბერი ჩვეულებრივ სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, რის გამოც მან მიიღო მისი შეკვეთა, თუმცა როდესაც იგი მასთან მივიდა, მას უკვე სასულიერო პირის სამოსი ეცვა, ეს მისთვის მოულოდნელი იყო.


ადრე ვწერდით სექს-ორგიის შესახებ, რომელიც შუა პანდემიის დროს ჩრდილოეთ ინგლისში, კერძოდ ქალაქ ნიუკასლის ერთ-ერთ კათოლიკურ ტაძარში მოხდა, მთავარი ეჭვმიტანილი იყო ტაძრის დეკანოზი მაიკლ მაკოი, რომელსაც ორგიაში მონაწილე მთავარ პირად მოიხსენიებდნენ და რომელმაც, სავარაუდოდ, მოაწყო სექს-ღრეობა ახლობლებთან ერთად ბინაში ან ტაძარში.


თუმცა თავად მაკოისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა გამოძიებას - მან თავი მოიკლა 2021 წლის გაზაფხულზე, მალევე მას შემდეგ, რაც პოლიციამ მას დამატებით ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენა.


შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია

0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0