სისხლის სამართალი მაღაზია "ოკეანე" და ხიზილალა "კილკის" კონსერვებში-ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული აფერა საბჭოთა კავშირის ისტორიაში 2023, 18 სექტემბერი, 14:16
1976 წელს საბჭოთა კავშირში თევზით ვაჭრობა მთლიანად გადაეცა მეთევზეობის სამინისტროს იურისდიქციას. დეპარტამენტს ჰქონდა მაღაზიების საკუთარი საცალო ქსელი "ოკეანე" მთელი ქვეყნის მასშტაბით .(მაგალითად თბილისში "ოკეანე "დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მდებარებდა-მთავარ ფოტოზე)მას აკონტროლებდა მეთევზეობის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ რიტოვი, მეტსახელად "ბოცმანი". იმ დროს, მეთევზეები, რომლებიც შიშობდნენ წინაში რომ არ დაკლებოდათ, ყოველთვის ამზადებდნენ პარტიებს ნორმაზე 1-2 კილოგრამით მეტს.
ამიტომ, "ოკეანის" მაღაზიებში თევზისა და ზღვის პროდუქტების აწონვისას რჩებოდა აღურიცხავი პროდუქტი, რომლებსაც საცალო ქსელის თანამშრომლები ყიდდნენ ე.წ. "ლევად".
ზოგჯერ ხდებოდა ასეთი მაქინაციებიც, რა დროსაც თევზის მთელი პარტიას ჩამოწერდნენ სხვადასხვა მიზეზით, სინამდვილეში კი თაღლითები ყიდდნენ საკუთრივ გაჭრილი არხებით. ხშირად "ოკეანის" მაღაზიებში გაყინულ თევზს წყლით ჟღინთავდნენ და ხელახლა ყინავდნენ - რა დროსაც ზღვის პროდუქტი მატულობდა წონაში და შესაბამისად ფასშიც. მაგრამ ყველაზე მომგებიანი აფერა გახდა შავი ხიზილალის კონტრაბანდა: დელიკატესს დებდნენ ჭიჭყინას და ქაშაყის კონსერვებში, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთ გაჰქონდათ, ან რესტორნებში შეჰქონდათ. თითქოს ხიზილიალას მაფია საათივით იყო აწყობილი, მაგრამ ერთხელაც თაღლითები დაიწვნენ: ერთ-ერთი ასეთი კონსერვი "სიურპრიზი" მოსკოვის საცალო ქსელის მაღაზიის დახლზე შემთხვევით აღმოჩნდა - და ის იყიდა დიდი სამამულო ომის ვეტერანმა. იაფფასიანი თევზის კონსერვში შავი ხიზილალის აღმოჩენის შემდეგ მამაკაცი მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და წავიდა მილიციაში. დაიწყო გამოძიება, მალე სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ "ოკეანის"-ის გენერალურმა დირექტორმა ეფიმ ფელდმანმა და ერთ-ერთი მაღაზიის დირექტორმა, ვლადიმერ ფიშმანმა, ჩეხოსლოვაკიაში ყოფნისას, თაღლითობით მიღებული ფულით საქონელი და ვალუტა შეიძინეს, რომელიც შემდეგ ფარულად გადააგზავნეს გერმანიაში. . ორივე თაღლითი 1978 წელს დააკავეს და მალე მათი თანამზრახველებიც ციხეში ჩააყუდეს. "ერთი ქილა წითელი ხიზილალა ღირდა 5 მანეთი, ხოლო რესტორანში 20 მანეთი, თუ ხიზილალას 32 კაპიკიან "კილკის"(ჭიჭყინა) ღირებულ კონსერვში ჩადებდით, წარმოგიდგენიათ რამხელა მოგება მოჰქონდა."-იხსენებს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ვლადიმერ კალინიჩენკო. მეთევზეობის სამინისტროს უფროსის მოადგილე ვლადიმერ რიტოვი - მეტსახელად "ბოცმანი" ერთადერთი იყო, ვინც სიკვდილით დასაჯეს. საერთო ჯამში, დაახლოებით ათასი ადამიანი გაასამართლეს, რომლებსაც 5-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასევე დაგაინტერესებთ513 2-ს მოსწონს
|