სხვა ქვეყნები, სადაც იმას არ აკეთებენ, რასაც ჩვენ! 21 სექტემბერი, 10:30 თითოეული ქვეყანა უნიკალურია თავისი ისტორიითა და წეს-ჩვეულებებით. ტრადიციებია, რაც განსაკუთრებულს გვხდის და აინტერესებს უცხოელს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად. ბევრისთვის ჩვენი ტრადიცია გაუგებარი და მიუღებელია და პირიქით. დღევანდელ კრებულში კი ვისაუბრებთ ისეთ ქვეყნებზე, სადაც აკრძალულია ის, რაც ჩვენთან "მოსულა" და თუ უახლოეს მომავალში რომელიმე მათგანის დალაშქვრას გეგმავთ, ამის ცოდნა ნამდვილად წაგადგებათ. ![]() ქვეყნები, სადაც იმას არ აკეთებენ, რასაც ჩვენ!1. არაბთა გაერთიანებული საამიროები. ![]() კოცნისთვის არა მხოლოდ დაჯარიმდებით (დაახლოებით $1000), არამედ სასამართლოს გადაცემენ თქვენს საქმეს და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრება! ქალის ლოყაზე ტუჩებით ოდნავ შეხებაც კი უკვე დარღვევად ითვლება. თუმცა, არის გარკვეული ქალაქები, რომლებიც ცოტა უფრო ლმობიერები არიან ამ მხრივ, ტურისტების დიდი რაოდენობის გამო. 2. ინგლისი. ![]() მეტროში არ უნდა გადაკოცნო ახლობელი, ნაცნობი, თუ არ გინდა, რომ დაჯარიმდე. ხელისუფლება აკრძალვას იმით ხსნის, რომ პიკის საათებში კოცნამ შეიძლება სავალალო შემთხვევა გამოიწვიოს. 3. მექსიკა. ![]() მექსიკაში აკრძალულია ხანგრძლივი კოცნა (30 წამზე მეტი) და ვნებიანი ჩახუტება. დარღვევისთვის, თქვენ დაგეკისრებათ დიდი ჯარიმა ან მოიხადოთ ციხეში სასჯელი. 4. საფრანგეთი. ![]() საფრანგეთში ყველაფერი იგივეა, რაც ინგლისში, მაგრამ აქ დაჯარიმება ეხება მატარებლების სადგურს. ფაქტია, რომ ხანგრძლივი კოცნა იწვევს მატარებლის დაგვიანებას, რადგან ყველა მგზავრი დროულად არ ჯდება ამ დროს. 5. ინდონეზია. ![]() არც იფიქროთ ამ ქვეყანაში თუნდაც ხელის ჩაკიდება. საჯარო კოცნისთვის შეგიძლიათ ციხეში წახვიდეთ 10 წლით ან გადაიხადოთ ჯარიმა 100 000 დოლარის ოდენობით! გრძნობების საჯაროდ გამოხატვა ადგილობრივების შეურაცხყოფაა. 6. ეგვიპტე. ![]() არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს კოცნას, მაგრამ თქვენ არ უნდა გამოხატოთ გრძნობები საჯაროდ. ორიოდე წლის წინ უნგრელ წყვილს, რომლებიც ფოტოს გადაღებისას კოცნიდნენ ერთმანეთს, ადგილობრივი მცხოვრები დანით დაესხა თავს. 267 4-ს მოსწონს
|