ისტორია როგორ მოაწყო მარშალმა ჟუკოვმა ბირთვული ბომბის გამოცდისას საბჭოთა კავშირში მეორე ჰიროსიმა 2023, 16 სექტემბერი, 14:51 1954 წლის 14 სექტემბერს ორენბურგთან ახლოს ტოცკის პოლიგონზე ჩატარდა სამხედრო წვრთვნები, რომელსაც საბჭოთა კავშირის მარშალი ჟუკოვი ხელმძღვანელობდა. წვრთვნების მიზანი იყო ბირთვული დარტყმის შემდეგ საჯარისო დანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები, ისეთ რელიეფზე რომელიც მაქსიმალურად იყო დასავლეთ ევროპის რელიეფთან მისადაგებული. ბირთვული ბომბი ჩამოგდებულ იქნა 8 კილომეტრი სიმაღლიდან ბომბდამშენიდან, ბომბი მიწის ზედაპირიდან 350 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, ზუსტად ისე, როგორც იყო გათვლილი მისი აფეთქება. ბომბის სიმძლავრე შეადგენდა 40 კილოტონის ექვივალენტს, რაც თითქმის ორჯერ ძლიერია ამერიკელების მიერ ჰიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოგდებულ ბომბებზე. ბირთვული ბომბის აფეთქებიდან ზუსტად 3 საათში დაიწყო "საბრძოლო მოქმედებები", "აღმოსავლეთელებსა" და "დასავლეთელებს" შორის. იმ დღეს პოლიგონის თავზე ძლიერი ქარი ქროდა, რამაც ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილი რადიოაქტიური "სოკოს" ღრუბელი დიდ მანძილზე გაფანტა კოლოსალურ მანძილზე, საუბარია 210 კილომეტრ მანძილზე პოლიგონიდან. ბირთვული "სოკოს" მოქმედების ზონაში აღმოჩნდა 45 000 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე, ჯარების სხვადასხვა სახეობებიდან. რაც შეეხება პოლიგონთან ყველაზე ახლოს მყოფი სოფლების მცხოვრებლებს, ისინი შინაურ პირუტყვთან ერთად მოშორებით გორაკებს შორის გადაიყვანეს აფეთქებამდე. ნაწილი კი უბრალოდ გააფრთხილეს, რომ სახლებიდან არ გამოსულიყვნენ. ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა, სოფლის მცხოვრებლების მოზრდილი ნაწილი საკუთარი სახლის სახურავზე ავიდა, რათა იქიდან ედევნებინა თვალი ბირთვული ბომბის აფეთქებით წარმოქმნილი ბირთვული, რადიოაქტიური "სოკოსათვის" სპეციალურად გამურული მინებით. ამ ადამიანების დიდი ნაწილი მოგვიანებით რადიაციური ფონის ზედოზირებით მიღების გამო ლეიკემიით დაიღუპა. დღემდე არაა ცნობილი თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა აღნიშნული ბომბის აფეთქების შედეგად, რადგან ყველა დოკუმენტაცია დღემდე განსაკუთრებულ საცავში ინახება და გასაიდუმლოებულია. განსაკუთრებით მაღალი იყო სიკვდილიანობა სამხედროებში, რადგან ისინი უშუალოდ აფეთქების ეპიცენტრში მოხვდნენ აფეთქებიდან ზუსტად 3 საათში. ორენბურგის რეგიონი დღემდე პირველ ადგილზეა მთელ რუსეთში ონკოლოგიური დაავადებების მხრივ. ბედის ირონიაა ალბათ, რომ ორენბურგის ერთერთ ცენტრალურ ქუჩას დღემდე მარშალ ჟუკოვის სახელი ჰქვია. 313 5-ს მოსწონს |