x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბეწვზე გადარჩენილი: ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა დაივერმა გადარჩენა სასწაულებრივად შეძლო

image


აღნიშნული ინციდენტი პორტ ელიზაბეთის სამხრეთით (სამხრეთ აფრიკა) ღია ზღვაში მოხდა. მყვინთავი და წყალქვეშა ფოტოგრაფი რაინერ შიმპფი ზვიგენის გადასაღებად ემზადებოდნენ, როდესაც მოულოდნელად უზარმაზარი ვეშაპი გამოჩნდა.


image


შემდგომ მოვლენებს განვითარებისთვის სულ რამდენიმე წამი დასჭირდა. ვეშაპმა შიმპფი დაიჭირა და წყალში მასთან ერთად ჩაყვინთა. ფოტოგრაფმა სუნთქვა ინსტიქტურად შეიკავა. მართალია, ეს მას მაინც ვერ გადაარჩენდა, თუმცა მისდა საბედნიეროდ, ვეშაპმა კანიბალად გახდომა გადაიფიქრა და "ნანადირევი" უკანვე გადმოაგდო. შიმპფის კომპანიონები იმ მომენტში ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ, ამიტომ ინციდენტი კამერამაც დააფიქსირა და ზედმეტად ცნობისმოყვარეებისთვის ახლა უკვე ქსელში მისი ნახვაც შესაძლებელია.


image


ცხოველის ასეთი ქცევის მიზეზი სრულიად გაუგებარია. შესაძლოა, ვეშაპმა შიმპფი პატარა თევზად ჩათვალა ან საერთოდაც ვერ შეამჩნია. ამ გიგანტებს ძალიან ცუდი მხედველობა აქვთ, მათი თვალები ისეა განლაგებული რომ წინ ყურება საკმაოდ უჭირთ.


image


გამომდინარე იქიდან რომ უკბილო ვეშაპები ძირითადად პლანქტონებით იკვებებიან, ხახიდან დაწყებული, მათი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ადამიანის ზომის საკვების შესაჭმელად სრულიად შეუფერებელია.


image


ასეა თუ ისე, რაინერ შიმპფს ნამდვილად გაუმართლა – ის "უკბილოსთვის" საკმაოდ უგემოვნო აღმოჩნდა. ახლა ეს ინფორმაცია როგორმე ზვიგენებსაც უნდა მივაწოდოთ!









0
333
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
333