სხვა ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც სჯობდა საერთოდ არაფერი გცოდნოდათ! (ნაწილი 3) 2023, 15 სექტემბერი, 20:04 თქვენ წინაშეა საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც ალბათ სჯობდა არ გცოდნოდათ, მაგრამ თუ ცნობისმოყვარეობა მაინც არ გასვენებთ, მაშინ რა გაეწყობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!1800-იანი წლების მეორე ნახევარში ქუდების დასამზადებლად ვერცხლისწყლის ნიტრატი გამოიყენებოდა, დასაქმებულები იძულებული იყვნენ მისი ორთქლი ესუნთქათ, რაც მათ რუთენიუმით მოწამვლას, მხედველობის დარღვევას და არეულ მეტყველებას იწვევდა. გამოთქმაც კი გაჩნდა "შეშლილი მექუდე". საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა საფრანგეთში 1898 წელს აიკრძალა!2009 წელს ილინოისელმა მამაკაცმა "Pepsi"-ის უჩივლა, რომელიც აცხადებდა რომ მან "Mountain Dew"-ის ქილაში თაგვი იპოვა. კომპანიამ სასამართლო პროცესი მოიგო და დაადასტურა, რომ ამ დროის განმავლობაში სასმელს შეეძლო თაგვი უკვე ჟელედ ექცია!ტიხო ბრაჰე (1546–1601) - ყველაზე უცნაური ასტრონომია ისტორიაში! გარდა მეცნიერული მიღწევებისა და 1572 წელს სუპერნოვას აღმოჩენისა, მან მონაწილეობა მიიღო დუელში, რის შედეგადაც ამ სირტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ცხვირი დაკარგა! ამ დეფექტის დასამალად კი ბრაჰე მის ნაცვლად ოქროსა და ვერცხლის შენადნობისგან დამზადებულ სპეციალურ პროტეზს ატარებდა, მაგრამ ყველაზე საოცარი მის ცხოვრებაში მაინც მოშინაურებული ცხენირემი იყო, რომელიც იმდენად იყო მიდრეკილი დანიური ალკოჰოლური სასმელებისკენ, რომ მორიგი "ღრეობის" შემდეგ კიბეებიდან ჩამოვარდა და "იმქვეყნად გაფრინდა"!1400-იან წლებში ერთ - ერთმა კომპანიამ "ინტიმური ადგილებისთვის" პარიკი (მერკინები) შექმნა. ეს მართლაც საკმაოდ უცნაურ გამოგონებად ითვლებოდა, თუმცა მისი დანიშნულება ტილების წინააღმდეგ ბრძოლა იყო!უილიამ ტაფტი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსუქანი პრეზიდენტი გახლდათ. ამის გამო თეთრ სახლს ცალკე უზარმაზარი აბაზანის დამზადებაც კი მოუწია, რომელშიც 4 ადამიანი ეტეოდა! ჭორების თანახმად, მის შეცვლას წინ პრეზიდენტის სტანდარტული ზომის აბაზანაში გაჭედვა უძღოდა!ჰენრი VIII ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით საფლავში "გასკდა". 1547 წელს "სხვა სამყაროში გამგზავრების" შემდეგ, მისი ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში უაიტჰოლში ესვენა, შემდეგ კი უინძორებში იქნა გადასვენებული. ღამით გზაში სხეულმა გაზებისგან გაბერვა და სითხის გამოყოფა დაიწყო, რა დროსაც საქმეში საიონ - ჰაუსის ძაღლებიც ჩაერთვნენ, და უცებ ირგვლივ ყველაფერი ჰენრად იქცა - ეტლი, ძაღლები და კიდევ 5 მეტრი ირგვლივ!1957 წელს აშშ-ს საჰაერო ძალების ხუთი ოფიცერი ბირთვული მუხტის მქონე რაკეტების უსაფრთხოების საჩვენებლად 1, 5 კილოტონიანი სიმძლავრის ბირთვული აფეთქების ქვეშ, ეპიცენტრში დგანან, მათ თავზე კი საოცრება ხდება. აი, მამაცი ბიჭებიც ამას ჰქვია!1666 წელს ლონდონის დიდმა ხანძარმა დაახლოებით 13, 000 სახლი, 87 დიდი სამრევლო ეკლესია და სამთავრობო შენობების უმეტესობა გაანადგურა, რის გამოც დაახლოებით 72, 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა იმქვეყნად მხოლოდ 8 ადამიანი წავიდა ! საოცარია!1992 წელს პრინსტონის ორმა მეცნიერმა, ერნესტ გლენ უივერმა და ჩარლზ უილიამ ბრეიმ კატისგან ტელეფონი შექმნეს! მათ ერთი მავთული კატის სმენის ნერვთან დააკავშირეს, მეორე კი ტელეფონის ყურმილთან, რამაც რეალურად მართლაც იმუშავა! მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ყრუ-მუნჯებს კოხლეარული იმპლანტების შემუშავებაში დაეხმარა, ვფიქრობ, ეს მაინც საკმაოდ ექსტრემალური მიდგომაა.1961 წელს, ჩრდილოეთ კაროლინას თავზე "Boeing B-52"-ის კატასტროფის შედეგად 2 წყალბადის ბომბი ჩამოაგდეს! ამასთან, პირველმა მათგანმა 4-დან 3 დამცველი გამორთო, რამაც მუხტს საბრძოლო მზადყოფნაში გადასვლის შესაძლებლობა მისცა, მეორე კი ჭაობში ჩავარდა, რომლის ნაწილიც ჯერ კიდევ მის ფსკერზე დევს. წარმოიდგინეთ, რომ თითოეული მათგანის სიმძლავრე 260-ჯერ აღემატებოდა "ჰიროსიმასეულ" რაკეტებს. კარგია, რომ არც ერთმა არ იმუშავა!1696 წელს ინგლისში შემოიღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გადასახადი – ფანჯრის გადასახადი. ამრიგად, ქონების გადასახადი სახლის ფანჯრების რაოდენობის მიხედვით ითვლებოდა, ამიტომ ბევრმა გამჭრიახე ბრიტანელმა მეწარმემ ისინი უბრალოდ აგურით ამოქოლა.1917 წლის 9 აპრილს გერმანიამ ლენინი დალუქული ვაგონით გაგზავნა რუსეთში 32 მიგრანტით და უწოდა მას მთავარი იარაღი და "ჭირის ბაცილა". ჭორების თანახმად, მათი მიზანი ჯარების დასუსტების მიზნით პროლეტარული რევოლუციის მოწყობა იყო.1956 წელს ლეს ლეილიმ საქორწინო სუფრისთვის ქათმის კონსერვი შეიძინა და რატომღაც მისი შენახვა გადაწყვიტა. (ომის შემდგომ ბრიტანეთში ეს ძვირი სიამოვნება იყო) 50 წლის შემდეგ კი, როდესაც მან იგივე ქილა ქორწინების 50 წლისთავზე გახსნა, ისე შეექცა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო! თუმცა აღიარა, რომ ის საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა და სპეციფიური სუნიც ჰქონდა. მასზე ვადის გასვლის თარიღიც კი მითითებული არ იყო, ვინაიდან აღნიშნული კონსერვი შეძენილი იყო მანამ, სანამ მწარმოებლები პროდუქტებზე ვადის დატანას დაიწყებდნენ!ნორვეგიის მმართველი 975-995 წლებში, ჰაკონ იარლი ძლიერი მეომარი - ვიკინგი იყო. მას ოჯახში რამდენიმე ცოლი ჰყავდა, სამი შვილი ჰაკონს მთავარი ცოლისგან, ცხრაზე მეტი კი დანარჩენებისგან ჰყავდა, თუმცა რატომღაც სერიალში "ვიკინგები" ის ფერადკანიან ქალად გვევლინება!ინგლისის ახალგაზრდა მეფემ, კორონაციამდე, ედუარდ I-მა, ტყვეობაში ყოფნისას, ციხის მცველებს ციხეში ცხენებით გასეირნება სთხოვა. მეფემ ისე კარგად იჯირითა, რომ ყველა ცხენს ქანცი ბოლომდე გააძრო და ბოლო ცხენით საერთოდაც გაიქცა! წინა ცხენები კი დასადევნებლად ზედმეტად დაღლილები აღმოჩნდნენ. აი, გამჭრიახობაც ამას ჰქვია!332 შეფასება არ არის |