პოლიტიკა კენედის რამდენიმე კაცმა ესროლა? - 60 წლის შემდეგ ახალი დეტალები აშშ-ს პრეზიდენტის მკვლელობაზე 2023, 15 სექტემბერი, 13:29
1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში, საიდუმლო სამსახურის აგენტი პოლ ლენდისი, რომელიც ჯონ კენედის ოჯახს იცავდა, აშშ-ს პრეზიდენტის ლიმუზინის უკან მიყვებოდა, ესკორტის მანქანის სატერფულზე იდგა. ის აცხადებს, რომ იმ დღის მოვლენებს დღემდე ვერ ივიწყებს. 60 წლის შემდეგ, ლენდისმა, რომელიც მოვლენების ცენტრში იყო, დაწერა წიგნი „უკანასკნელი მოწმე“, სადაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოფიციალური ვერსიას, რამაც კვლავ დაბადა ეჭვები მეორე მსროლელის შესახებ.
უორენის კომისიის ოფიციალური ვერსიაა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი იყო ერთადერთი მსროლელი, მტკიცებულება ეფუძნება ეგრეთ წოდებულ "ჯადოსნური ტყვიის" თეორიას. სავარაუდოდ, ოსვალდის მიერ ნასროლი სამი ტყვიიდან ერთმა შეძლო ჯონ კენედის დაჭრა და რთული ტრაექტორიით გააგრძელა გზა, შედეგად ტეხასის გუბერნატორს ჯონ კონალის, რომელიც წინ იჯდა, სასწაულებრივად გაუარა ტყვიამ ზურგში, მკერდში, მაჯაში და ბარძაყში. ამავდროულად ტყვიას პრაქტიკულად დეფორმაცია არ მიუღია, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია, ამავდროულად ჯერ არავის მოუწოდებია დამაჯერებელი მტკიცებულება მეორე მსროლელის არსებობის შესახებ.
თუმცა, მოულოდნელად ალაპარაკებულმა ლენდისმა, გაამხილა დეტალი, რომელმაც კვლავ ამოატივტივა ვერსია, მეორე მკვლელის შესახებ. "ჯადოსნური ტყვია" იპოვეს საავადმყოფოში, გუბერნატორ კონალის საკაცეზე და, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში ითვლებოდა, მისი სხეულიდან გადმოვარდა ტრანსპორტირების დროს. ეს ფაქტი მთელი თეორიის ამოსავალი წერტილი იყო. ფოტოზე:პოლ ლენდისი თვითმხილველი აგენტი კი ირწმუნება, რომ მან ეს ტყვია მანქანაში კენედის სავარძელზე იპოვა და აიღო, როგორც ნივთმტკიცება, რათა შემდგომ მედიკოსებისთის გადაეცა მაგრამ დაბნეულობისგან დაჭრილი პრეზიდენტი საკაცეზე დარჩა და იქიდან როგორღაც გუბერნატორის სხეულში მოხვდა. ლენდისი ვარაუდობს, რომ კენედის ტყვია ზურგში მოხვდა, მაგრამ ღრმად ვერ შეაღწია, ამიტომ რეკოშეტით პრეზიდენტის ლიმუზინის სავარძელზე დაეცა. "თუ ის, რასაც ის ამბობს, სიმართლეა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ სიმართლეა, ეს სავარაუდოდ ხელახლა წამოჭრის საკითხს მეორე მსროლელის შესახებ“, - თქვა ადვოკატმა ჯეიმს რობენალტმა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა გახმაურებული მკვლელობა. როგორც აღინიშნა, 88 წლის ლანდისის ახალი ჩვენება ეწინააღმდეგება იმ ცნობებს, რომლებიც მან დაწერა სულ მალე ტრაგედიის შემდეგ. უფრო მეტიც, იმ იშვიათ ინტერვიუებში, რომლებიც მან ადრე მისცა, არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები ტყვია. უორენის კომისიამ, გაურკვეველი მიზეზის გამო, არ დაკითხა ის, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი. თავად ლანდისი განმარტავს, რომ მან მოხსენება შეადგინა შოკურ მდგომარეობაში, ასე რომ, გამორჩა რაღაც დეტალები, მოგვიანებით კი შეეშინდა იმის აღიარება, რომ მან მტკიცებულებას ადგილი შეუცვალა. გარდა ამისა, მომხდარმა მკვლელობამ და კენედის ოჯახის შემდგომმა ტანჯვამ, რომელიც ახალგაზრდა აგენტის თვალწინ ხდებოდა, შეარყია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ექვსი თვის შემდეგ ის გადადგა საიდუმლო სამსახურიდან და შემდგომ ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლებად გაეხსენებინა იმ დღის დეტალები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2014 წელს წაიკითხა წიგნი "ექვსი წამი დალასში", სადაც რამდენიმე მსროლელის შესახებ ვერსია იყო გაჟღერებული, ლენდისში ამოტივტივტა წინააღმდეგობრივი მოგონებები. მეგობრებთან და ექსპერტებთან რამდენიმე წლიანი დისკუსიის შემდეგ მან გადაწყვიტა ეთქვა ყველაფერი, რაც ნახა. აგენტის მემუარები სულ მალე, ოქტომბერში გამოქვეყნდება . ის ფაქტი, რომ ლენდისი ამდენი წელი დუმდა და ახლა გადაწყვიტა ალაპარაკდეს, მის სასარგებლოდ არ მეტყველებს: მოულოდნელი "აღიარება" ჰგავს ფულის გამომუშავების მცდელობას პოპულარულ თემაზე სპეკულირებით და ტირაჟის გაზრდით. რატომ დაელოდა ღრმა სიბერეს?დარწმუნებული იყო, რომ 88 წლამდე იცოცხლებდა? ყველას, ვისაც არ ეზარებოდა, დიდი ხანია ფეხქვეშ გაიგდო ეს თემა და ფულს შოულობდა იმ ტრაგიკული დღის მოვლენებიდან. მაგრამ, როგორც New York Times-ის კორესპონდენტმა აღნიშნა, რომელიც ლენდისს ესაუბრა წიგნის გამოცემამდე, აღნიშნა, ის არ ჰგავს შეშლილ მოხუცს. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი მკვლელობის თვითმხილველი ირწმუნება, რომ არანაირ დასკვნებს არ აკეთებს და წიგნის დაწერა მისთვის „უზარმაზარი ემოციური შვება“ იყო. 420 3-ს მოსწონს 1-ს არა
|