კაბები ვულგარულობის ზღვარზე: 2023 წლის კანის კინოფესტივალის 17 „ში#ველი“ კაბა 2023, 14 სექტემბერი, 18:20 ![]() ცნობილი ქალბატონები მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად ცდილობენ ყველაზე ეფექტური ჩაცმულობით გამოჩნდნენ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ყველა მათგანი ყოველთვის შთამბეჭდავად როდი გამოიყურება, მაგრამ ის, რაც შეიძლება თითოეულზე დარწმუნებით ითქვას არის ის, რომ მათი ყოველი საჯარო გამოჩენა - ძალიან თვალშისაცემი და ეფექტურია. გამონაკლისი არც წლევანდელი კანის კინოფესტივალი აღმოჩნდა, სადაც ცნობილმა ქალბატონებმა თავიანთი თამამი და თვალისმომჭრელი "ლუქებით" ყველა სტუმარი მოხიბლეს.ყვითელი ფერის კაბაში გამოწყობილმა ჰაიდი კლუმმა წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. გარდა იმისა, რომ მოდელის ჩაცმულობა მკვეთრი ფერისა და მხრებზე გაწყობილი ბრჭყვიალა თვლებისა და მძივების წყალობით ძალიან თვალშისაცემი იყო, ლამაზმანის კაბა ზედმეტად თამამიც გამოდგა. მკერდზე არსებული ჭრილი იმდენად ღრმა იყო რომ მოდელის "ღირსებები" კაბიდან ამოხტომას მთელი ძალით ლამობდა. კაბის ცალ გვერდზე ღრმა ჭრილი კი მხოლოდ იმას ადასტურებდა რომ სუპერმოდელს იმ საღამოს საცვალი არ ეცვა.![]() რაც შეეხება მშვენიერ ქეით ბეკინსეილს მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა არჩევანი პიტნისფერ, გამჭვირვალე, შორტიან კომბინეზონზე გააკეთა, რომელიც ბისერებით იყო მოჭედილი, რომელთა მაქსიმალური რაოდენობაც თავს სწორედ ინტიმურ ადგილზე იყრიდა, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილები პუბლიკისთვის სრულიად ღია იყო, მსახიობს უკანალს მხოლოდ წელზე ბაფთით შეკრული გრძელი ქსოვილი უფარავდა.![]() წითელი ხალიჩისთვის ეპატაჟური ჩაცმულობა შეარჩია ასევე ბლოგერმა ჯორდანა მაიამაც. გოგონამ არჩევანი წვრილ თასმებიან გამჭვირვალე სარაფანზე გააკეთა, რომელსაც ყველა პიკანტურ ნაწილს თეთრი ბუმბულის მოსაცმელი უფარავდა.![]() მოდელმა სტელა მაქსველმა კანის ფესტივალისთვის ძალიან საინტერესო ჩაცმულობა შეარჩია - ვიწრო კაბა ღრმა დეკოლტითა და წელზე ჭრილებით. მართალია კაბა ზედმეტად მოშიშვლებული კი იყო, მაგრამ მოდელის "ლუქი" ზღვარს მისი ზოგიერთი კოლეგის მსგავსად მაინც არ სცდებოდა.![]() სკანდალურ არიადნა გუტიერესს თავისი კაბის მეტისმეტად ღრმა ჭრილით ყველას განცვიფრება სურდა, რაც წარმატებით გამოუვიდა კიდეც. კოლუმბიელი ზედმეტად გამომწვევად რომ არ გამოჩენილიყო, მთელი საღამოს განმავლობაში ცალ გვერდს ხელით იფარავდა. არიადნას ჩაცმულობას პიკანტურობას მკერდზე არსებული ღრმა დეკოლტეც სძენდა.![]() ქლოე ლაკარე კიდევ უფრო შორს წავიდა და ოქროსფერ კაბაში გამოწყობილმა მთელი მუცელი და მკერდის ნაწილი მოიშიშვლა. ინტერნეტქსელში ბევრი ხუმრობდა რომ ფრანგი მოდელის სამოსზე დეკოლტის ჭრილი ამობრუნებული იყო. მთლიანობაში ქლოეს ჩაცმულობა საკმაოდ უცნაურად და ცოტა გამომწვევადაც კი გამოიყურებოდა.![]() იტალიაში მოღვაწე ცნობილი არგენტინელი ტელეწამყვანისა და ფოტომოდელის ბელენ როდრიგესის უმცროსი დის, ასევე მოდელის სესილია როდრიგესის "ლუქი" საკმაოდ ვულგარული გამოვიდა. არგენტინელის ჩაცმულობა ვერცხლისფერი ბიუსტჰალტერისა და შავი ასიმეტრიული ქვედაბოლოსგან შედგებოდა, ამიტომ მოდელის სხეულის უმეტესი ნაწილი თითქმის შიშველი იყო. თქვენ წინაშეა კიდევ 10 ცნობილი ქალბატონის "შიშველი" "ლუქი" კანის 76-ე კინოფესტივალიდან.![]() ლეონი ჰანე![]() ელზა ჰოსკიაივი გეტი![]() ალექს კონსანისინდი კიმბერლიდაფნა გინესიშეი მიტჩელიმონია შოკრი
![]() ქეროლაინ ტრენტინი692 შეფასება არ არის |